ანიმაციური ფილმების მე-6 საერთაშორისო ფესტივალი

სურათი

6 ოქტომბერი 2014 წელი

2014 წლის 6 ოქტომბრიდან 11 ოქტომბრის ჩათვლით ხულოში, შუახევში, ქედასა და ბათუმში ა(ა)იპ „პერსონაჟი“ და აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ანიმაციური ფილმების მე–6 საერთაშორისო ფესტივალს „თოფუზს“ ატარებს. ფესტივალის მიმდინარეობის პერიოდში ხელოვნების უნივერსიტეტში დაგეგმილია ვორქშოპებისა და მასტერკლასების სერია. ფესტივალის განმავლობაში საკონკურსო და საინფორმაციო პროგრამებში ნაჩვენები იქნება 38 ქვეყნის 105 ფილმი. ფილმების ჩვენებები გაიმართება კინოთეატრ „აპოლოში“, ბათუმის დრამატულ თეატრში, ხელოვნების უნივერსიტეტში, ხულოს დრამატულ თეატრში, შუახევისა და ქედის კულტურის ცენტრში. ფესტივალის გამარჯვებულებს გამოავლენს საერთაშორისო ჟიური, ხოლო საუკეთესო საბავშვო ფილმს გამოავლენს ხულოს, შუახევის, ქედისა და ბათუმის ბავშვებისგან დაკომპლექტებული ჟიური. შედეგები გამოცხადდება ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაზე.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031