მოდების ჩვენება ბათუმში

სურათი

23 აგვისტო 2014 წელი

23 აგვისტოს ბათუმის „Palm apartments“- ტერიტორიაზე (სულიკო ჟღენტის ქ. N 1) საქართველოს მოდისა და დიზაინის ასოციაციის პრეზენტაცია გაიმართა. ბათუმმა შოუ-რუმს უმასპინძლა, რომელიც სამოდელო სააგენტო "ნატალისა" და მოდის სახლ "მანანა გოგლიჩიძის" პირველი ერთობლივი პროექტია. საღამოზე თბილისის სამხატვრო აკადემიისა და ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მოდის დიზაინის მიმართულების სტუდენტების ნაშრომები იყო წარმოდგენილი. გაიმართა ახალგაზრდა დიზაინერების ჩვენება. საღამო მანანა გოგლიჩიძის ახალი კოლექციით დაიხურა. მოეწყო აქსესუარების გამოფენა-გაყიდვა. პროექტის მხარდამჭერი ბათუმის კულტურის ცენტრია. საღამოს ქალაქის მერიც ესწრებოდა. საქართველოს მოდისა და დიზაინის ასოციაციის დაფუძნების მიზანი ახალგაზრდა სახეების აღმოჩენა და ხელშეწყობაა.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930