ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს კულტურისა და ძგლთა დაცვის სამინისტროსთან

სურათი

16 ივლისი 2014 წელი

კულტურის პოლიტიკის შემუშავებასთან დაკავშირებით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა სამუშაო შეხვედრა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.  შეხვედრაზე ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტს შორის. 

 კულტურის პოლიტიკის შემუშავებასთან დაკავშირებით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა სამუშაო შეხვედრა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.  შეხვედრაზე ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტს შორის.

       მემორანდუმი გულისხმობს თანამშრომლობას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან კულტურის პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების პროცესში.

       ხელმოწერის ცერემონიამდე გაიმართა კულტურის პოლიტიკის შემუშავების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია და დისკუსია. შეხვედრას უძღვებოდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის აპარატის უფროსი ლევან ხარატიშვილი, ღონისძიებას ესწრებოდნენ სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლები და საქართველოში მოქმედი სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლები.

      მემორანდუმის ფარგლებში, თავიანთი მიზნების განხორციელებისათვის, მხარეები იღებენ ვალდებულებას ითანამშრომლონ კულტურის სფეროში, რომელიც მოიცავს კულტურის პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების მიმართულებას.

       სამინისტრომ, თავის მხრივ, აიღო პასუხისმგებლობა უზრუნველჰყოს კულტურის პოლიტიკის დოკუმენტის შექმნის პროცესში დაინტერესებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩართულობისათვის შესაბამისი პირობების შექმნა, ინფორმაციის მაქსიმალური ხელმისაწვდომობა და კულტურის პოლიტიკის განხორციელების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების მაქსიმალური ჩართვა.

 

        მემორანდუმის ფარგლებში საქართველოში მოქმედმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა აიღეს პასუხისმგებლობა მონაწილეობა მიიღონ კულტურის პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავებისათვის სამუშაო შეხვედრებში; შეიმუშავონ რეკომენდაციები, წინადადებები, შენიშვნები კულტურის პოლიტიკის დოკუმენტთან მიმართებაში და გაუზიარონ მათი გამოცდილება სამინისტროს.

http://www.culture.gov.ge/

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930