ამერიკულ-ქართული პროექტის ბათუმური პრემიერა
![გადიდება სურათი](http://batu.edu.ge/text_images/ge_pic_1594_1_s.jpg)
28 მაისი 2014 წელი
გაიმართა სან-ფრანცისკოელი და ბათუმელი სტუდენტებისე რთობლივი პროექტის ბათუმური პრემიერა. ოთხი თვე ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტისა და სან-ფრანცისკოს ხელოვნების ინსტიტუტის კინოხელოვნების სპეციალობის სტუდენტები პროფესორები სზაზა ხალვაშისა და ქრისტოფერ კოპოლას ხელმღვანელობით „skype“-სმეშვეობით ერთობლივ ქართულ-ამერიკულ პროექტზე მუშაობდნენ. პროექტის თითოეულმა მონაწილემ 3-3 წუთიანი ფილმები გადაიღეს. პროექტის მიხედვით ბათუმელი სტუდენტების მიერ გადაღებული კადრები თავის ფილმებში უნდა გამოეყენებინა სან-ფრანცისკოელ მეწყვილეს, ხოლი სან-ფრანცისკოში გადაღებული კადრები ბათუმელს.
9 მაისს გაიმართა პრემიერა სან-ფრანცისკოს ხელოვნების ინსტიტუტის კინოდარბაზში. 28 მაისს კი შედგა კინოჩვენება ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში. ბატონი ქრისტოფერი „skype“-ს საშუალებით მიესალმა ბათუმში შეკრებილთ და პრემიერა მოულოცა. აღნიშნა, რომ საინტერესო იყი ბათუმელ სტუდენტებთან მუშაობა, გამოთქვა სურვილი, პროექტი გაგრძელდეს, ბათუმელი სტუდენტები ჩავიდნენ სან-ფრანცისკოში, ხოლო სან-ფრანცისკოელი სტუდენტები ბათუმში.
ფილმის ჩვენების შემდეგ პროექტში მონაწილეებს გადაეცათ სპეციალურად სან-ფრანცისკოდან გამოგზავნილი სერთიფიკატები.
სიახლეების კალენდარი
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 |
8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 |
15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 |
22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 |
29 | 30 | 31 |