ურბანული მემკვიდრეობა პრობლემები და პერსპექტივები

4 აპრილი 2014 წელი

ორგანიზაცია “ბათომი” და „ტფილისის ჰამქარი“ „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამა საქართველოში“ მხარდაჭერით 2014 წლის 4 აპრილს ხელოვნების უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა საჯარო შეხვედრა: „ურბანული მემკვიდრეობა პრობლემები და პერსპექტივები“

კონფერენციაში მონაწილეობდნენ:

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს,  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს,  ქალაქ ბათუმის საკრებულოსა და მერიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ქალაქის საზოგადოებრიობის წარმომადგენლები, ურბანული მემკვიდრეობის ექსპერტები, არქიტექტორები და სხვა დაინტერესებული პირები.

კონფერენციაზე შეფასდა კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციის კუთხით განხორციელებული პროცესები ქ.ბათუმში. წარმოჩნდა არსებული პრობლემატიკა და პერსპექტივები ურბანული მემკვიდრეობის დაცვის თვალსაზრისით, რათა ხელი შეეწყოს ისტორიული ქალაქების სწორი და ადეკვატური მართვის სისტემის შემუშავებას.

კონფერენციის პარალელურად გაიმართა ფოტო გამოფენა გამქრალი ბათომი".

  

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031