გარდაიცვალა ერევნის თეატრისა და კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის რექტორი

სურათი

9 იანვარი 2014 წელი

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, თანამშრომლები და სტუდენტები ღრმა მწუხარებას გამოხატავენ ხელოვნების უნივერსიტეტის პარტნიორის ერევნის თეატრისა და კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის რექტორის, ერევნის კულტურის დამსახურებული მოღვაწის, პროფესორ არმენ მაზმანიანის მოულოდნელი გარდაცვალების გამო. ბატონმა არმენ მაზმანიანმა დიდი წვლილი შეიტანა ჩვენს უმაღლეს სასწავლებლებს შორის ურთიერთანამშრომლობაში. სამწუხაროდ, მას არ დასცალდა მრვალი ჩანაფიქრის განხორციელება. უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, თანამშრომლები და სტუდენტები თანაგრძნობას უცხადებენ ბატონი არმენის ოჯახს და ერევნის თეატრისა და კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტს.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031