ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის ვოლფგანგ ვენგის ვიზიტი

სურათი

10 ოქტომბერი 2013 წელი

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტს სტუმრად ეწვია ბერლინის (გერმანია) ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ვოლფგანგ ვენგი. როგორც სტუმარმა აღნიშნა, ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტი მრავალპროფილიანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა. უნივერსიტეტს გააჩნია ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტები. ვოლფგანგ ვენგიმ შეხვედრები გამართა კულტურისა და ხელოვნების მენეჯმენტის, კინო და ტელერეჟისორის სპეციალობების სტუდენტებთან ფილმის გადაღების, კულტურული ტურიზმის მენენჯმენტისა და გაცვლითი პროგრამების თანამედროვე აქტუალურ პრობლემებზე. ვოლფგანგ ვენგიმ აღუთქვა სტუდენტებს, რომ კვლავ ეწვევა ხელოვნების უნივერსიტეტს და ჩაატარებს ლექციებს ეკოტურიზმისა და აგრარული ტურიზმის თემებზე.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031