რექტორის ვიზიტი ქ. ერბილში

სურათი

7 ოქტომბერი 2013 წელი

     2013 წლის 29სექტემბრიდან 5 ოქტომბრამდე ერაყის ქურთისტანის ხელოვანთა გაერთიანების  მიწვევით უნივერსიტეტის რექტორი ე. მესხია და მუსიკის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მ. ალაფიშვილი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ქურთისტანი სქალაქ ერბილში. 

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქმიანი შეხვედრები ქურთისტანის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების მინისტრთან ბატონ  ისმათთან, კულტურის მინისტრთან ბატონ კავა მაჰმუდდთან,  ხელოვნების გენერალურ დირექტორთან ბატონ ფარჰანგ გაფურთან.

მასპინძელი მხარის თხოვნით ე. მესხიამ გახსნა ერბილის მხატვართა ნამუშევრების გამოფენა. 

3 ოქტომბერს ერბილის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა ქურთისტანის სამი ქალაქის გაერთიანებული სიმფონიური ორკესტრის გალა-კონცერტი, რომელსაც დირიჟორობდა მ. ალაფიშვილი. 

      ე. მესხია და მ. ალაფიშვილი ეწვივნენ ერბილის ხელოვნების უნივერსიტეტს და ერბილის სალადადინის უნივერსიტეტს. გაიმართა შეხვედრები უნივერსიტეტების რექტორებთან, ადმინისტრაციულ და აკადემიურ პერსონალთან. შეხვედრების დასასრულს რექტორებმა ხელი მოაწერეს უნივერსიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს, რომელიც ითვალისწინებს ერთობლივი სასწავლო და შემოქმედებითი პროექტების განხორციელებას.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031