რექტორის ვიზიტი ლატვიაში

სურათი

10 ივლისი 2013 წელი

1 ივლისიდან 10 ივლისამდე ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორი ე. მესხია საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა ლატვიის რესპუბლიკაში. ვიზიტის პერიოდში რექტორი ეწვია რიგის კონსერვატორიას, ლატვიის ხელოვნების აკადემიას, ლატვიის კულტურის აკადემიას, ლატვიის კულტურის კოლეჯს, რიგის ინფორმაციული სისიტემების მენეჯმენტის (ISMA) ინსტიტუტს, რიგის ხმის რეჟისურის სკოლას. შეხვედრებისას აღნიშნული დაწესებულებების რექტორებმა გამოთქვეს სურვილი მონაწილეობა მიიღონ ერთობლივ შემოქმედებით პროექტებში. ხელი მოეწერა ურთიერთანამშრომლობის მეორანდუმს ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტსა და დასახელებულ სახელოვნებო საგანმანთლებლო დაწესებულებებთან. საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელები და ე. მესხია მიიღო საქართველოს ელჩმა ლატვიაში, ბატონმა თეიმურაზ ჯანჯალიამ. გაიმართა საქმიანი საუბარი რიგის 2014 წლის საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობის საორგანიზაციო საკითხებზე. ვიზიტის დასასრულს შედგა შეხვედრა ლატვიის ქართველთა სათვისტომოში. სათვისტომოს ხელმძღვანელმა ნუგზარ მძინარიშვილმა სტუმრებს გააცნო სათვისტომოს საქმიანობა. დასასრულს გაიმართა ერთობლივი კონცერტი ლატვიელი მუსიკოსებისა და ბათუმის მერიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ქალთა კამერული გუნდის მონაწილეობით. ბათუმის ქალთა კამერული გუნდი (ხელმძღვანელები ზაირა და გელა ვადაჭკორიები) მონაწილეობდა რიგის საერთაშორისო ფესტივალში.  

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031