საერთაშორისო ფესტივალი

სურათი

20 მაისი 2013 წელი

აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ხელოვნების უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიხსნა "21-ე საუკუნის მუსიკის ბათუმის პირველი საერთაშორისო ფესტივალი". ფესტივალში მონაწილეობენ ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიის, რუსეთისა და საქართველოს მუსიკოს-შემსრულებლები. ფესტივალი სამ დღეს გაგრძელდება. 21 მაისს 11 საათზე დაგეგმილია "მრგვალი მაგიდა", 18 საათზე მუსიკის ფაკულტეტის პროფესორის ქეთევან გოგოლაძის ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით "მხატვრობა და მუსიკა". ფესტივალი დაიხურება 22 მაისს პიტერ გრინევის დოკუმენტური ფილმით "ჯონ კეიჯი" ციკლიდან "ოთხი ამერიკელი კომპოზიტორი".

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930