ხელოვნების უნივერსიტეტის ექსპერიმენტალური თეატრი საფრანგეთში მიემგზავრება

სურათი

7 თებერვალი 2013 წელი

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის ექსპერიმენტალური თეატრი საფრანგეთში მიემგზავრება. დასმა სპეციალური მიწვევა პარიზის ინტერნაციონალური სტუდენტური ფესტივალის ორგანიზატორებისგან მიიღო. ფესტივალის ფარგლებში, დასი ფრანგი დრამატურგის ეჟენ იონესკოს პიესას "მელოტი მომღერალი ქალი" წარადგენს. ვიზიტი უცხოეთში აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდება. ექპერიმენტალური თეატრის 11-წევრიანი ჯგუფი საფრანგეთის ქალაქ ჟუი-ან-ჟოზაში 23 თებერვალს გაემგზავრება, სამშობლოში კი 1 მარტს, ფესტივალის დასრულების შემდეგ დაბრუნდება.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930