ყურადღება, დაიწყო მობილობის პროცესი!
დაიწყო მობილობის პროცესი!
სხვა უმაღლესი სასწავლებლიდან სსიპ - ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველი სტუდენტი ვალდებულია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე (www.students.emis.ge) გაიაროს რეგისტრაცია 2026 წლის 28 იანვრიდან 11 თებერვლის 18:00 საათამდე.
საშემსრულებლო მიმართულებით სხვა უმაღლესი სასწავლებლიდან გადმოსვლის ან/და ფაკულტეტის შეცვლის მსურველთათვის შემოქმედებითი ტური ჩატარდება 2026 წლის 04 თებერვალს 12:00 საათზე.
სხვა უმაღლესი სასწავლებლიდან სსიპ - ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში გადმოსვლის/ფაკულტეტის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის წესით ჩარიცხვის მსურველებმა 2026 წლის 12 თებერვლიდან 16 თებერვლის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ საბუთები.
სხვა უმაღლესი სასწავლებლიდან გადმოსვლის/ფაკულტეტის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველებმა
უნდა წარმოადგინონ:
ა) განცხადება (ივსება ადგილაზე);
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) სასწავლო ბარათის დამოწმებული ასლი/აკადემიური ცნობა სტუდენტის მიერ ათვისებული კრედიტების შესახებ;
ე) საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანების დამოწმებული ასლი.
კრედიტების აღიარების დასკვნაზე თანხმობის შესახებ განაცხადის რეგისტრა-ცია იწარმოებს 2026 წლის 18 თებერვალს.
საკონტაქტო პირი: ნინო ხარჩილავა, ტელ: 593 482 486;
მისამართი: ბათუმი, ზურაბ გორგილაძის/ვაჟა-ფშაველას ქ. №19/32. პირველი სართული, ოთახი 105.
სიახლეების კალენდარი
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
| 30 | 31 | |||||





