გამოცხადდა სსიპ-ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის სახვითი, სასცენო და კინო-ტელე ხელოვნების ფაკულტეტის დეკანის არჩევნები

განცხადება

 

ბხსუ-ს სახვითი, სასცენო და კინო-ტელე ხელოვნების ფაკულტეტის დეკანის  არჩევნების გამოცხადების შესახებ

 

        1. 2025 წლის 22 ოქტომბერს გამოცხადდა არჩევნები სსიპ-ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში-ბხსუ) სახვითი, სასცენო და კინო-ტელე ხელოვნების ფაკულტეტის დეკანის  თანამდებობის 4 წლის ვადით დასაკავებლად.

        2. ბხსუ-ს სახვითი, სასცენო და კინო-ტელე ხელოვნების ფაკულტეტის დეკანად შეიძლება არჩეულ იქნეს პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი, რომელსაც აქვს უმაღლეს სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

       3. კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს ბხსუ-ს საუნივერსიტეტო საარჩევნო კომისიაში (მისამართი: ქ.ბათუმი, ზ.გორგილაძის/ვაჟა-ფშაველას ქ. №19/32, ოთახი №103) 2025 წლის 24 ნოემბრიდან  28 ნოემბრის  ჩათვლით,  10:00 სთ-დან 16:00 საათამდე.

       4. კანდიდატმა სარეგისტრაციოდ უნდა წარმოადგინოს:

       ა) განცხადება (შევსებული  არჩევნების გამოცხადების შესახებ ფაკულტეტის საბჭოს  გადაწყვეტილების  დანართი №2-ის შესაბამისად);

       ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

       გ) 2 ფოტოსურათი, ზომით 3X4;

       დ) ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ (შენიშვნა:  „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება.)  გაცემული განცხადების წარმოდგენამდე 15 დღის ვადაში;

        ე) ავტობიოგრაფია (CV);

        ვ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

        ზ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესორის ან ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;

        თ) უმაღლეს სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 3 წლის მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

        ი)  ფაკულტეტის განვითარების კონცეფცია.

        5. ბხსუ-ს სახვითი, სასცენო და კინო-ტელე ხელოვნების ფაკულტეტის დეკანის არჩევნები  ჩატარდება  2025 წლის  03 დეკემბერს (კენჭისყრა 10:00 -17:00 სთ).  

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031