გამოცხადდა კონკურსი 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ერასმუს + საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო მობილობაში მონაწილეობისათვის ბხსუ-ს მოდის დიზაინის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტთა შესარჩევად

 

სსიპ-ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ერასმუს + საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო მობილობაში  მონაწილეობისათვის ბხსუ-ს მოდის დიზაინის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტთა შესარჩევად. სამ თვიანი სტუდენტური გაცვლითი პროგრამა (თებერვლიდან აპრილის ჩათვლით) განხორციელდება ესპანეთის ქ. ბურგოსის ხელოვნებისა და დიზაინის უმაღლესი სკოლაში (Escuela de Arte Superior y Diseño de Burgos). მობილობა სრულად ფინანსდება Erasmus + პროგრამის მიერ (ყოველთვიური სტიპენდია და მგზავრობის ხარჯი).

I. კონკურსის ჩატარების ვადები

  • კონკურსში მონაწილეობის მსურველთა  საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს 2025 წლის 16 ოქტომბრიდან 22 ოქტომბრის ჩათვლით (17.00 საათი) ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: info@batu.edu.ge ან მატერიალური სახით 10.00 საათიდან 17.00 საათამდე (გარდა შაბათ-კვირისა) ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამსახურში (ქ.ბათუმი, ზ.გორგილაძის/ვაჟა-ფშაველას ქ. №19/32, პირველი სართული, ოთახი №103)
  • ტესტირება ინგლისურ ენაში B1, იმ კონკურსანტთათვის, რომლებმაც განაცხადში არ წარმოადგინეს უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი - 2025  წლის 23 ოქტომბერი;
  •  საკონკურსო კომისიის მიერ საკონკურსო დოკუმენტაციის განხილვა, შეფასება და კანდიდატთა გასაუბრება კომისიასთან - 2025  წლის 27 ოქტომბერი;
  •  ბხსუ-ში ჩატარებული კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატების შესახებ ინფორმაციის (სტუდენტთა წარდგინება უცხოეთის შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში) გაგზავნა მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში - არაუგვიანეს 2025  წლის 29 ოქტომბერი.

 

 

 

 

II. საკონკურსო პირობები

  კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს:

 

  • ბხსუ-ს აქტიური სტატუსის მქონე ბაკალავრიატის საფეხურის II, III, IV, V ან VI სემესტრის სტუდენტს (საკონკურსო განაცხადის წარდგენის პერიოდისათვის);
  •    სტუდენტს,  რომელიც  საკონკურსო  განაცხადის  წარდგენის  პერიოდისათვის        

   სწავლობს  მასპინძელი უნივერსიტეტის  მიერ შემოთავაზებულ  პროგრამაზე            

  ან/და   გადის   ამ   დარგის   შესაბამის   სასწავლო  კურსებს (MINOR-პროგრამის           

   ჩათვლით).

III. წარმოსადგენი დოკუმენტაცია

 კონკურსში მონაწილეობის მიზნით კონკურსანტმა (სტუდენტმა) უნდა წარმოადგინოს:

  • განცხადება (დანართი №1);
  • პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი;
  • ფოტოსურათი (3X4);
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);
  • CV (ინგლისურ ენაზე);
  • სამოტივაციო წერილი (250-400 სიტყვა) – (ინგლისურ ენაზე);
  •  ნიშნების ფურცელი,  GPA-ის მითითებით (ინგლისურ ენაზე);
  • ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  •  სარეკომენდაციო    წერილი,   შესაბამისი    ფაკულტეტის    წარმომადგენლის

               ხელმოწერით (ქართულ ენაზე);

  • ეკონომიკური, სოციალური პრობლემის ან  შშმ პირის სტატუსის (არსებობის    შემთხვევაში) დამადასტურებელი  ცნობა/დოკუმენტი (ინგლისურ  ენაზე თარგმანის ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
  •  სამეცნიერო კონფერენციებში, შემოქმედებით პროექტებსა და სხვა აქტივობებში  მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);
  •  პორტფოლიო (არსებობის შემთხვევაში).

 

       საკონკურსო განაცხადთან ერთად ატვირთული უნდა იქნეს თითოეული წარმოსადგენი დოკუმენტის დასკანერებული pdf ვერსია,  ფოტოსურათი  (3X4 jpg).

 

სტუდენტი თავისუფლდება უცხო ენაში ტესტირებიდან:

 

  1. ინგლისური   ენის  არანაკლებ B1   დონეზე   ცოდნის   დამადასტურებელი   საერთაშორისო სერტიფიკატის, კერძოდ, შესაბამისი რეგისტრაციის დასრულებამდე არაუმეტეს 2 კალენდარული წლით ადრე აღებული შემდეგი სერტიფიკატების საფუძველზე: TOEFL, IELTS ან CAMBRIDGE (FCE)-ის სერტიფიკატი;
  2. ბხსუ-ში სწავლის პერიოდში ინგლისური ენის  B1 დონის (შეფასება არანაკლებ 71 ქულა),  მოთხოვნის  შესაბამისად,   გავლის  დამადასტურებელი  დოკუმენტის საფუძველზე.

   მიმღები უმაღლესი  საგანმანათლებლო  დაწესებულების  შესახებ იხილეთ   დანართი №2.

 

   დამატებითი    კითხვების    არსებობის    შემთხვევაში    მიმართეთ    საერთაშორისო    

   ურთიერთობების მენეჯერს სალომე ჩიკაშუას (მობ. 557 030 352).

 

 

 

დანართი-1
დანართი 2

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031