გამოცხადდა კონკურსი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს „წარჩინებული სტუდენტების მხარდაჭერა“ ღონისძიების ფარგლებში ბხსუ-ს საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტთა შესარჩევად
|
II. საკონკურსო პირობები
კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს:
- სტუდენტს რომელიც სწავლობს ბხსუ-ს ბაკალავრიატის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელსაც:
ა) აქვს აქტიური სტუდენტის სტატუსი (შენიშვნა: აქტიური სტუდენტის სტატუსი უნდა დადგინდეს 2025 წლის 01 ნოემბრის მდგომარეობით);
ბ) არის საქართველოს მოქალაქე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე კონკურსის გამოცხადებამდე, საცხოვრებლად რეგისტრირებულია არანაკლებ ერთი წლით ადრე;
გ) აქვს 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის შეფასების საშუალო არითმეტიკული (მთელი სიზუსტის დამრგვალებით) 91 ან მეტი ქულა. საშუალო არითმეტიკულ ქულას ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების დოკუმენტაციით დადასტურების შემთხვევაში ემატება შესაბამისი ქულები:
- 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მონაწილეობა აქვს მიღებული სამეცნიერო და სტუდენტურ კონფერენციებში (1 აქტივობა - 5 ქულა; 2 და მეტი აქტივობა - 10 ქულა);
-2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მონაწილეობა აქვს მიღებული სასწავლო სტუდენტურ აქტივობებში: შემოქმედებით-კულტურული (მონაწილეობა გამოფენებში, კონცერტებში, კონკურსებში, სპექტაკლებში) ან სპორტული ღონისძიებები (1 აქტივობა - 2 ქულა; 2 და მეტი აქტივობა - 5 ქულა).
III. წარმოსადგენი დოკუმენტაცია
კონკურსში მონაწილეობის მიზნით კონკურსანტმა (სტუდენტმა) უნდა წარმოადგინოს:
- განცხადება (დანართი №1);
- პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი;
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ერთი წლით ადრე საცხოვრებლად რეგისტრირების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
- ცნობა სტუდენტის წინა სემესტრის აკადემიური მოსწრების შესახებ შეფასების საშუალო არითმეტიკული (მთელი სიზუსტის დამრგვალებით) ქულის მითითებით;
- 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სამეცნიერო და სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სასწავლო სტუდენტურ აქტივობებში: შემოქმედებით-კულტურული (მონაწილეობა გამოფენებში, კონცერტებში, კონკურსებში, სპექტაკლებში) ან სპორტული ღონისძიებები მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გამარჯვებული კონკურსანტების გამოვლენა მოხდება აკადემიური მოსწრებისა და აქტივობებში მიღებული ქულების დაჯამების საფუძველზე რანჟირების გზით უმაღლესიდან უდაბლესისკენ.
თუ სტუდენტების შერჩევისას ბოლო ადგილზე თანაბარი ქულა აქვს რამდენიმე სტუდენტს, უპირატესობა მიენიჭება წინა სემესტრის შეფასების მაღალ საშუალო არითმეტიკულ ქულას.
![]() | განცხადება (დანართი 1) |