გამოცხადდა სსიპ-ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის სახვითი, სასცენო და კინო-ტელე ხელოვნების ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები

 

 

                                                   განცხადება

 

 

ბხსუ-ს სახვითი, სასცენო და კინო-ტელე ხელოვნების ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნების გამოცხადების შესახებ

   

       1. 2025 წლის 11 სექტემბერს გამოცხადდა სსიპ-ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში-ბხსუ) სახვითი, სასცენო და კინო-ტელე ხელოვნების ფაკულტეტის დეკანის  მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები.

       2. სახვითი, სასცენო და კინო-ტელე ხელოვნების ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი არჩეული იქნეს ბხსუ-ს სახვითი, სასცენო და კინო-ტელე ხელოვნების ფაკულტეტის დეკანის არჩევის შესახებ  ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილების  ძალაში შესვლის დღემდე ვადით, მაგრამ  ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლად  არჩევიდან   არაუმეტეს 6 თვის ვადისა.

       3. ბხსუ-ს სახვითი, სასცენო და კინო-ტელე ხელოვნების ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლად შეიძლება არჩეულ იქნეს პირი, რომელიც არის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი და აქვს უმაღლეს სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

      4. კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს ბხსუ-ს საუნივერსიტეტო საარჩევნო კომისიაში (მისამართი: ქ.ბათუმი, ზ.გორგილაძის/ვაჟა-ფშაველას ქ. №19/32, ოთახი №103) 2025 წლის 15  სექტემბრიდან   17 სექტემბრის  ჩათვლით,  10:00 სთ-დან 16:00 საათამდე.

       5. კანდიდატმა სარეგისტრაციოდ უნდა წარმოადგინოს:

       ა) განცხადება (შევსებული არჩევნების გამოცხადების შესახებ ფაკულტეტის საბჭოს  გადაწყვეტილების  დანართი №2-ის შესაბამისად);

       ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

       გ) 2 ფოტოსურათი, ზომით 3X4;

       დ) ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ (შენიშვნა:  „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება.)  გაცემული განცხადების წარმოდგენამდე 15 დღის ვადაში;

        ე) ავტობიოგრაფია (CV);

        ვ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

        ზ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესორის ან ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;

        თ) უმაღლეს სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 3 წლის მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

       ი)  ფაკულტეტის განვითარების კონცეფცია.

       6. ბხსუ-ს სახვითი, სასცენო და კინო-ტელე ხელოვნების ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები (ფარული კენჭისყრა) ჩატარდება  2025 წლის  19 სექტემბერს, 14:00 სთ-ზე.                                                                                                       

 

 

                                                                                  

 

 

 

განცხადების ფორმა
შემაჯამებელი ოქმი 1

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031