პირველკურსელთა, ჩარიცხვის უფლების მქონე აპლიკანტთა საყურადღებოდ!
ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი გილოცავთ სტუდენტობას
და გისურვებთ წარმატებებს!
2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შედეგად ბხსუ-ში ჩარიცხვის უფლებამოპოვებულ აბიტურიენტებთან (შემდგომში პირველკურსელებთან) ხელშეკრულების გაფორმება, ადმინისტრაციული (სწავლის საფასურის გადახდა) და აკადემიური რეგისტრაცია იწარმოებს 2025 წლის 01 სექტემბრიდან 12 სექტემბრის ჩათვლით შესაბამის ფაკულტეტებზე 10:00-დან 17:00 საათამდე
მისამართი: ბათუმი, ზურაბ გორგილაძე/ვაჟა-ფშაველა 19/32 (შემოსასვლელი ვაჟა-ფშაველას ქუჩიდან).
ბხსუ-ში რეგისტრაციისათვის აბიტურიენტმა (ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა) მატერიალური სახით, უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
ა) პირადობის მოწმობის ასლი (დედანთან ერთად);
ბ) ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
გ) 4 ცალი ფოტოსურათი (3x4);
დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისათვის - ვაჟებისათვის);
ე) სწავლის საფასურის გადახდის ქვითარი.
სწავლის საფასურის გადახდა იწარმოებს შემდეგ რეკვიზიტებზე: მიმღები ბანკი - სახელმწიფო ხაზინა; მიღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში; ბანკის კოდი - TRESGE 22; მიღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 708897289. (გადახდის დანიშნულებაში უნდა მიეთითოს: სტუდენტის სახელი და გვარი; პირადი ნომერი; პირველი სემესტრის საფასური).
რეგისტრაცია იწარმოებს ფაკულტეტებზე:
სახვითი, სასცენო და კინო-ტელე ხელოვნების ფაკულტეტი:
(საკონტაქტო პირი - ინესა კბილაშვილი, მეორე სართული, ოთახი № 214, ტელ: 599189429)
არქიტექტურა - 1000 ლარი (I სემესტრი);
მოდის დიზაინი - 1150 ლარი (I სემესტრი);
სამსახიობო ხელოვნება (დრამისა და კინოს სამსახიობო; დრამისა და თოჯინების თეატრის სამსახიობო) - 750 ლარი (სემესტრული);
აუდიოვიზუალური ხელოვნება (კინორეჟისურა, ტელერეჟისურა) - 750 ლარი (I სემესტრი).
მუსიკის ფაკულტეტი:
(საკონტაქტო პირი - თამარ ბახტაძე, მესამე სართული, ოთახი № 312, ტელ: 555592409)
სამუსიკო ხელოვნება (ფორტეპიანო/სიმებიანი/ჩასაბერი საკრავები/ვოკალი/სა-გუნდო დირიჟორობა) - 1150 ლარი (I სემესტრი).
განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი:
(საკონტაქტო პირი - თამარ დარჩია, მესამე სართული, ოთახი № 319, ტელ: 591657818)
ხელოვნების ისტორია და თეორია (ხელოვნებათმცოდნეობა) - 900 ლარი (I სემესტრი);
კულტურის მენეჯმენტი - 900 ლარი (I სემესტრი);
კულტურული ტურიზმი - 900 ლარი (I სემესტრი);
ტელე-რადიო ჟურნალისტიკა - 900 ლარი (I სემესტრი).
ბხსუ-ში ჩარიცხვის უფლებამოპოვებული არასრულწლოვანი აბიტურიენტი ბხსუ-სთან ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა გამოცხადდეს მშობელთან ან კანონიერი წარმომადგენელთან ერთად!