გამოცხადდა სსიპ-ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები
განცხადება
სსიპ-ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნების გამოცხადების შესახებ
1. 2025 წლის 16 ივნისს გამოცხადდა არჩევნები სსიპ-ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში-ბხსუ) რექტორის თანამდებობის 2025 წლის 31 ივლისიდან 4 წლის ვადით დასაკავებლად.
2. ბხსუ-ს რექტორობის კანდიდატი შეიძლება იყოს პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი, რომელსაც აქვს უმაღლეს სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
3. კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს ბხსუ-ს საუნივერსიტეტო საარჩევნო კომისიაში (მისამართი: ქ.ბათუმი, ზ.გორგილაძის/ვაჟა-ფშაველას ქ. №19/32, ოთახი №103) 2025 წლის 17 ივლისიდან 2025 წლის 23 ივლისის ჩათვლით, გარდა შაბათ-კვირისა, 10:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე.
4. კანდიდატმა სარეგისტრაციოდ უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება (შევსებული არჩევნების გამოცხადების შესახებ დადგენილების დანართი №1-ის შესაბამისად);
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) 2 ფოტოსურათი, ზომით 3X4;
დ) ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ (შენიშვნა: „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება.) გაცემული განცხადების წარმოდგენამდე 15 დღის ვადაში;
ე) ავტობიოგრაფია (CV);
ვ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
ზ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესორის ან ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
თ) უმაღლეს სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 3 წლის მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ი) სამოქმედო გეგმა.
5. დადგენილ ვადაში რეგისტრირებულ კანდიდატთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და სამოქმედო გეგმების განხილვა ბხსუ-ს აკადემიური საბჭოს მიერ დაიწყება 2025 წლის 30 ივლისს, 14:00 სთ-ზე.
6. ბხსუ-ს რექტორის არჩევნები (ფარული კენჭისყრა) ჩატარდება 2025 წლის 30 ივლისს, 15:00 სთ-ზე.