გამოცხადდა კონკურსი 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის სატაკუნტას გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში საერთაშორისო მობილობაში მონაწილეობისათვის სსიპ-ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტის შერჩევის მიზნით
|
II. საკონკურსო პირობები
კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს:
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ერთი წლით ადრე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც არის ბხსუ-ს აქტიური სტატუსის მქონე ბაკალავრიატის საფეხურის II, III, IV , V ან VI სემესტრის სტუდენტი (საკონკურსო განაცხადის წარდგენის პერიოდისათვის);
- სტუდენტს, რომლის GPA არის არანაკლებ 2.5;
- სტუდენტს, რომელიც საკონკურსო განაცხადის წარდგენის პერიოდისათვის
სწავლობს მასპინძელი უნივერსიტეტების მიერ შემოთავაზებულ პროგრამაზე
ან/და გადის ამ დარგის შესაბამის სასწავლო კურსებს (MINOR-პროგრამის
ჩათვლით).
III. წარმოსადგენი დოკუმენტაცია
კონკურსში მონაწილეობის მიზნით კონკურსანტმა (სტუდენტმა) უნდა წარმოადგინოს:
- განცხადება (დანართი №1);
- პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი;
- ფოტოსურათი (3X4);
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ერთი წლით ადრე რეგისტრირების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);
- CV (ინგლისურ ენაზე);
- სამოტივაციო წერილი (250-400 სიტყვა) – (ინგლისურ ენაზე);
- ნიშნების ფურცელი, GPA-ის მითითებით (ინგლისურ ენაზე);
- ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- სარეკომენდაციო წერილი, შესაბამისი ფაკულტეტის წარმომადგენლის
ხელმოწერით (ქართულ ენაზე);
- ეკონომიკური, სოციალური პრობლემის ან შშმ პირის სტატუსის (არსებობის შემთხვევაში) დამადასტურებელი ცნობა/დოკუმენტი (ინგლისურ ენაზე თარგმანის ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
- სამეცნიერო კონფერენციებში, შემოქმედებით პროექტებსა და სხვა აქტივობებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში).
საკონკურსო განაცხადთან ერთად ატვირთული უნდა იქნეს თითოეული წარმოსადგენი დოკუმენტის დასკანერებული pdf ვერსია, ფოტოსურათი (3X4 jpg).
სტუდენტი თავისუფლდება უცხო ენაში ტესტირებიდან:
- ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის, კერძოდ, შესაბამისი რეგისტრაციის დასრულებამდე არაუმეტეს 2 კალენდარული წლით ადრე აღებული შემდეგი სერტიფიკატების საფუძველზე: TOEFL, IELTS ან CAMBRIDGE (FCE)-ის სერტიფიკატი;
- ბხსუ-ში სწავლის პერიოდში ინგლისური ენის B2 დონის (შეფასება არანაკლებ 71 ქულა) გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე.
მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესახებ იხილეთ დანართი №2.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ საერთაშორისო
ურთიერთობების მენეჯერს სალომე ჩიკაშუას (მობ. 557 030 352).
![]() | დანართი-1 |
![]() | დანართი-2 |
![]() | საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესი |