2025 წლის 25-26 ოქტომბერს ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება VII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „კულტურა და ხელოვნება თანამედროვე კონტექსტში.“
2025 წლის 25-26 ოქტომბერს ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება VII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ,,კულტურა და ხელოვნება თანამედროვე კონტექსტში.“
შრომები დაიბეჭდება საერთაშორისო ინდექსის (ISSN) მქონე კრებულში.
კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური.
კონფერენციის მიმართულებებია:
ხელოვნებათმცოდნეობა;
მუსიკისმცოდნეობა;
თეატრმცოდნეობა;
კინომცოდნეობა;
კულტურის მენეჯმენტი;
კულტურული ტურიზმი;
მედია;
განათლება.
! დოქტორანტების ნაშრომები მიიღება ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე.
ვადები:
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა ანკეტა (თანდართული ფორმა), რეზიუმე, CV, ხელმძღვანელის რეკომენდაცია (თანდართული ფორმა) უნდა გამოგზავნონ 2025 წლის 20 აპრილამდე.
ნაშრომების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 1 ივლისი.
ვადების დარღვევის ან შეუსაბამოდ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვებაში ნაშრომი კრებულში არ დაიბეჭდება.
კონფერენციის ფორმატი: დასწრებული, ონლაინ (zoom).
კონფერენციის რეგლამენტი – მოხსენება - 15 წუთი, მსჯელობა - 5 წუთი.
კონფერენციის ჩატარების ადგილი – ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი; საქართველო, ქ. ბათუმი, ვაჟა ფშაველას ქ. № 32.
დაინტერესებულ პირებს გთხოვათ, დოკუმენტაცია გადმოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართი: science@batu.edu.ge
სათაურის ველში მიუთითეთ კონფერენციის დასახელება და სასურველი მიმართულება.
გრანტის მოპოვების შემთხვევაში უნივერსიტეტი უზრუნველყოფს განთავსებას
მოთხოვნები სამეცნიერო ნაშრომისადმი: იხ. Pdf ფაილი
საკონტაქტო პირები:
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სამეცნიერო
და საგამომცემლო განყოფილების უფროსი
ასოცირებული-პროფესორი
თეა ცაგურია
მობ: (+995) 571 111 556
Mail: tea.tsaguria@batu.edu.ge
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის
საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორი
სალომე ჩიკაშუა
(+995) 557 03 03 52
Mail: salome.chikashua@batu.edu.ge
![]() | სარეგისტრაციო ანკეტა |
![]() | ხელმძღვანელის რეკომენდაცია |
![]() | მოთხოვნები ნაშრომისადმი |
სიახლეების კალენდარი
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 |