გამოცხადდა კონკურსი 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის საერთაშორისო მობილობაში მონაწილეობისათვის ბხსუ-ს საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტთა შერჩევის მიზნით
|
II. საკონკურსო პირობები
კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს:
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ერთი წლით ადრე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც არის ბხსუ-ს აქტიური სტატუსის მქონე ბაკალავრიატის საფეხურის II, III, IV , V ან VI სემესტრის სტუდენტი (საკონკურსო განაცხადის წარდგენის პერიოდისათვის);
- სტუდენტს, რომლის GPA არის არანაკლებ 2.5;
- სტუდენტს, რომელიც საკონკურსო განაცხადის წარდგენის პერიოდისათვის
სწავლობს მასპინძელი უნივერსიტეტების მიერ შემოთავაზებულ პროგრამაზე
ან/და გადის ამ დარგის შესაბამის სასწავლო კურსებს (MINOR-პროგრამის
ჩათვლით).
III. წარმოსადგენი დოკუმენტაცია
კონკურსში მონაწილეობის მიზნით კონკურსანტმა (სტუდენტმა) უნდა წარმოადგინოს:
- განცხადება (დანართი №1);
- პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი;
- ფოტოსურათი (3X4);
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ერთი წლით ადრე რეგისტრირების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);
- CV (ინგლისურ ენაზე);
- სამოტივაციო წერილი (250-400 სიტყვა) – (ინგლისურ ენაზე);
- ნიშნების ფურცელი, GPA-ის მითითებით (ინგლისურ ენაზე);
- ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- სარეკომენდაციო წერილი, შესაბამისი ფაკულტეტის წარმომადგენლის
ხელმოწერით (ქართულ ენაზე);
- ეკონომიკური, სოციალური პრობლემის ან შშმ პირის სტატუსის (არსებობის შემთხვევაში) დამადასტურებელი ცნობა/დოკუმენტი (ინგლისურ ენაზე თარგმანის ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
- სამეცნიერო კონფერენციებში, შემოქმედებით პროექტებსა და სხვა აქტივობებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);
- პორტფოლიო (საშემსრულებლო მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის).
საკონკურსო განაცხადთან ერთად ატვირთული უნდა იქნეს თითოეული წარმოსადგენი დოკუმენტის დასკანერებული pdf ვერსია, ფოტოსურათი (3X4 jpg).
სტუდენტი თავისუფლდება უცხო ენაში ტესტირებიდან:
- ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის, კერძოდ, შესაბამისი რეგისტრაციის დასრულებამდე არაუმეტეს 2 კალენდარული წლით ადრე აღებული შემდეგი სერტიფიკატების საფუძველზე: TOEFL, IELTS ან CAMBRIDGE (FCE)-ის სერტიფიკატი;
- ბხსუ-ში სწავლის პერიოდში ინგლისური ენის B2 დონის (შეფასება არანაკლებ 71 ქულა), მოთხოვნის შესაბამისად, გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე.
მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩამონათვალი იხილეთ
დანართი №2.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ საერთაშორისო
ურთიერთობების მენეჯერს სალომე ჩიკაშუას (მობ. 557 030 352).
![]() | დანართი-1 |
![]() | დანართი-2 |
![]() | საერთაშორისო-გაცვლით-და-მობილობის-პროგრამებში-მონაწილეობისათვის-სტუდენტთა-შერჩევის-წესი |
![]() | ინგლისური-ენის-B2-ტესტის-ნიმუში |
სიახლეების კალენდარი
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 |