გამოცხადდა სსიპ-ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები
22 იანვარი 2025 წელი
ბხსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნების გამოცხადების შესახებ
1. 2025 წლის 22 იანვარს გამოცხადდეს სსიპ-ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში-ბხსუ) რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები.
2. რექტორის მოვალეობის შემსრულებელი არჩეული იქნეს ბხსუ-ს რექტორის არჩევის შესახებ აკადემიური საბჭოს დადგენილების ძალაში შესვლის დღემდე ვადით, მაგრამ რექტორის მოვალეობის შემსრულებლად არჩევიდან არაუმეტეს 6 თვის ვადისა.
3. ბხსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლად შეიძლება არჩეულ იქნეს პირი, რომელიც არის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი და აქვს უმაღლეს სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
4. კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს ბხსუ-ს საუნივერსიტეტო საარჩევნო კომისიაში (მისამართი: ქ.ბათუმი, ზ.გორგილაძის/ვაჟა-ფშაველას ქ. №19/32, ოთახი №103) 2025 წლის 27 იანვარს 10:00 სთ-დან 17:00 საათამდე.
5. კანდიდატმა სარეგისტრაციოდ უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება (შევსებული არჩევნების გამოცხადების შესახებ დადგენილების დანართი №2-ის შესაბამისად);
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) 2 ფოტოსურათი, ზომით 3X4;
დ) ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ (შენიშვნა: „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება.) გაცემული განცხადების წარმოდგენამდე 15 დღის ვადაში;
ე) ავტობიოგრაფია (CV);
ვ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
ზ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესორის ან ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
თ) უმაღლეს სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 3 წლის მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ი) მოკლევადიანი (6 თვის) სამოქმედო გეგმა.
6. დადგენილ ვადაში რეგისტრირებულ კანდიდატთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და მოკლევადიანი სამოქმედო გეგმების განხილვა ბხსუ-ს აკადემიური საბჭოს მიერ დაიწყება 2025 წლის 30 იანვარს, 14:00 სთ-ზე.
7. ბხსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები (ფარული კენჭისყრა) ჩატარდება 2025 წლის 30 იანვარს, 15:00 სთ-ზე.