დაიწყო მობილობის პროცესი!
სხვა უმაღლესი სასწავლებლიდან სსიპ - ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველი სტუდენტი ვალდებულია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე (www.students.emis.ge) გაიაროს რეგისტრაცია 2025 წლის 29 იანვრიდან 07 თებერვლამდე 18:00 საათამდე.
სხვა უმაღლესი სასწავლებლიდან სსიპ - ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში გადმოსვლის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის, სტუდენტთა სტატუსის აღდგენის მსურველებმა 2025 წლის 10 - 14 თებერვლის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ საბუთები.
სხვა უმაღლესი სასწავლებლიდან გადმოსვლის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის, სტატუსშეჩერებული პირის სტატუსის აღდგენის მსულველმა სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ:
ა) განცხადება (ივსება ადგილზე);
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) სასწავლო ბარათის დამოწმებული ასლი/აკადემიური ცნობა სტუდენტის მიერ ათვისებული კრედიტების შესახებ;
ე) ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
ვ) საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანების დამოწმებული ასლი.
საშემსრულებლო მიმართულებით საგანმანათლებლო პროგრამებზე სხვა უმაღლესი სასწავლებლიდან გადმოსვლის ან საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველთათვის შემოქმედებითი ტური ჩატარდება 2025 წლის 03 თებერვალს 12:00 საათზე.
კრედიტების აღიარების დასკვნაზე თანხმობის შესახებ განაცხადის რეგისტრაცია იწარმოებს 2025 წლის 17 თებერვალს.
საკონტაქტო პირი: ნინო ხარჩილავა, ტელ: 593 482 486;
მისამართი: ბათუმი, ზურაბ გორგილაძის/ვაჟა-ფშაველას ქ. №19/32. პირველი სართული, ოთახი 105.
სიახლეების კალენდარი
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
27 | 28 | 29 | 30 | 31 |