ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს განცხადება

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო მხარს უჭერს საქართველოს ევროპული  ინტეგრაციის გზას და ადასტურებს უნივერსიტეტის მისიით გაცხადებული ღირებულებების, ფუნდამენტური პრინციპების ერთგულებას. ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო და რჩება საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერი და აცხადებს, რომ ევროკავშირი ქვეყნის  მოსახლეობის ისტორიული არჩევანია და მხარს უჭერს საქართველოს  კონსტიტუციის 78-ე მუხლის უპირობოდ აღსრულებას.

         ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის პრიორიტეტებია: ჰუმანურობა, ტოლერანტობა, ღიაობა, თავისუფლება, გუნდურობა,  დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრება, უნივერსიტეტის სტუდენტების, პერსონალის და ზოგადად საზოგადოების თითოეული წევრის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის დაცვა. უნივერსიტეტი ემიჯნება ნებისმიერი სახის ძალადობას და აგრესიას. 

      ხელოვნების უნივერსიტეტის მისია  თავისუფალი,   ზნეობრივი და შეგნებული  მოქალაქეების აღზრდაა,  რასაც  დაარსების დღიდან ასრულებს.  უნივერსიტეტის სტუდენტები სწორედ ამ სულისკვეთების მატარებლები არიან.

        ხელოვნების უნივერსიტეტში მომხდარ გახმაურებულ ინციდენტთან დაკავშირებით, აკადემიური საბჭო მოუწოდებს საზოგადოებას დაიცვას უდანაშაულობის პრეზუმფცია, მოვლენათა ფრაგმენტული აღქმით,    დასკვნებითა და შეფასებებით  არ დაამძიმოს ისედაც რთული ფსიქო-ემოციური ფონი.  ჩვენი ვალდებულებაა გავუფრთხილდეთ თითოეული ადამიანის ბედს და მომავალს.

           აკადემიური საბჭო  იმედს იტოვებს, რომ ახალგაზრდები   დაუბრუნდებიან   საუნივერსიტეტო სივრცეს.    

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031