სსიპ-ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ერასმუს + პერსონალის მობილობის პროგრამის ფარგლებში EASD Mestre Mateo-ს ხელოვნებისა და დიზაინის უმაღლეს სკოლაში (ესპანეთი) საერთაშორისო მობილობაში მონაწილეობისათვის პერსონალის შესარჩევად

        

 

სსიპ-ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ერასმუს + პერსონალის მობილობის პროგრამის ფარგლებში  EASD Mestre Mateo-ს ხელოვნებისა და დიზაინის უმაღლეს სკოლაში (ესპანეთის სამეფო) საერთაშორისო მობილობაში მონაწილეობისათვის  პერსონალის (2 ადგილი)  შესარჩევად

 

კონკურსი განკუთვნილია სსიპ-ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალისათვის, რომლებიც კარგად ფლობენ ინგლისურ ენას, აქვთ  მოდისა და დიზაინის სფეროში მუშაობის ან სწავლების გამოცდილება და სურთ მონაწილეობა მიიღონ პროგრამით დაგეგმილ კონფერენციასა და ვორქშოფში, რომელსაც ორგანიზებას უწევს CARTES consortium და EASD Mestre Mateo-ს ხელოვნებისა და დიზაინის უმაღლესი სკოლა.

პროგრამა ითვალისწინებს მგზავრობის  და სასტუმროს ხარჯებს (6  დღე).

აღნიშნული მობილობა არის მოკლევადიანი ვიზიტი მასპინძელ სასწავლებელში (4 სამუშაო დღე  და 2 დღე მგზავრობის), სადაც პერსონალი  მონაწილეობას მიიღებს პროგრამის  ფარგლებში  დაგეგმილ აქტივობებში, რომელიც გაიმართება 2025 წლის 17-დან 20 თებერვლის ჩათვლით, EASD Mestre Mateo-ს ხელოვნებისა და დიზაინის უმაღლეს სკოლაში (სანტიაგო დე კომპოსტელა, ესპანეთის სამეფო). აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენს ხელოვნებისა და დიზაინის საერთაშორისო კვირეულს, რომლის მთავარი თემაა „სოციალური დიზაინი“.

ღონისძიების დღის წესრიგი იხილეთ აქ   https://easd.es/erasmus-international-week-of-arts-and-design-easdmm/

 

I. კონკურსის ჩატარების ვადები

  • კონკურსში მონაწილეობის მსურველთა  საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს 2024 წლის 20 დეკემბრიდან 23 დეკემბრის ჩათვლით ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: info@batu.edu.ge  ან მატერიალური სახით 10.00 საათიდან 17.00 საათამდე (გარდა შაბათ-კვირისა) ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამსახურში (ქ.ბათუმი, ზ.გორგილაძის/ვაჟა-ფშაველას ქ. №19/32, პირველი სართული, ოთახი №103)
  •  საკონკურსო კომისიის მიერ კანდიდატების შერჩევა 2024 წლის 24 დეკემბერი;
  •  ბხსუ-ში ჩატარებული კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატების შესახებ ინფორმაციის (პერსონალის წარდგინება უცხოეთის შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში) გაგზავნა მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში -2024 წლის 26 დეკემბერი.

 

 

II. საკონკურსო პირობები

 

  • კანდიდატი უნდა იყოს ბხსუ-ს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ აკადემიურ, ადმინისტრაციულ ან დამხმარე თანამდებობაზე დასაქმებული პირი ან მოწვეული პერსონალი;
  • უნივერსიტეტის პერსონალის აქტიური სტატუსი (პერსონალს არ უნდა ჰქონდეს შრომითი ურთიერთობა შეჩერებული).

 

III. წარმოსადგენი დოკუმენტაცია

 

  • პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი;
  • CV (ქართულ  და ინგლისურ ენაზე);
  • ცნობა ბხსუ-ში მუშაობის შესახებ (ქართულ ენაზე);
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

 

IV. შეფასების კრიტერიუმები

 

  • ბხსუ-ში მუშაობის ხანგრძლივობა და გამოცდილება (მაქს. 20 ქულა)
  • მობილობის სამუშაო ენის ცოდნა (მაქს. 20 ქულა)
  • მოდისა და დიზაინის სფეროში მუშაობის ან სწავლების გამოცდილება (მაქს. 20 ქულა)
  • საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობა და გამოცდილება (მაქს. 10 ქულა)
  • ერასმუსის პროგრამის ცოდნა ან/და სტუდენტური მობილობის პროექტებში თანამშრომლობა (მაქს. 10 ქულა)
  • აკადემიური საქმიანობა უნივერსიტეტში (თუ რამდენად აქტიურადაა ჩართული საუნივერსიტეტო საქმიანობაში) (მაქს. 10 ქულა)
  • შშმ ბენეფიციარის შემთხვევაში (მაქს. 10 ქულა)

 

 

 

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031