სტუდენტთა VIII საერთაშორისო კონფერენცია
ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი
სტუდენტთა VIII საერთაშორისო კონფერენცია
ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში 2025 წლის 25 აპრილს გაიმართება სტუდენტთა VIII საერთაშორისო კონფერენცია.
კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს სტუდენტებში კვლევითი და ანალიტიკური უნარების განვითარებას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას. სტუდენტებს საშუალება მიეცემათ გამოხატონ საკუთარი აზრი სხვადასხვა, მათთვის მნიშვნელოვან, საკითხებზე. ასევე, იმსჯელონ პრობლემებზე და მათი გადაწყვეტის გზებზე.
კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს, ასევე დოქტორანტებს.
კონფერენციის ფორმატი: დასწრებული, ონლაინ (zoom).
კონფერენციის რეგლამენტი – მოხსენება - 15 წუთი, მსჯელობა - 5 წუთი.
კონფერენციის ჩატარების ადგილი – ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი; საქართველო, ქ. ბათუმი, ვაჟა ფშაველას ქ. № 32.
კონფერენციის მიმართულებებია:
- ხელოვნებათმცოდნეობა;
- მუსიკისმცოდნეობა;
- თეატრმცოდნეობა;
- კინომცოდნეობა;
- კულტურის მენეჯმენტი;
- კულტურული ტურიზმი;
- მედია;
- განათლება.
ვადები:
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა ანკეტა (თანდართული ფორმა), რეზიუმე და ხელმძღვანელის რეკომენდაცია (თანდართული ფორმა) უნდა გამოგზავნონ 2025 წლის 15 მარტამდე.
ასევე მომხსენებლებმა 15 აპრილამდე უნდა გადმოგზავნონ სრული მოხსენება (სინქრონში მთარგმნელისთვის).
მისამართზე: science@batu.edu.ge
მოთხოვნები მოხსენების რეზიუმესადმი:
რეზიუმე წარმოდგენილი უნდა იყოს:
A4 ფორმატზე ტექსტურ რედაქტორ Word-ში;
გამოყენებული შრიფტი - silfaen;
ზომა - 12;
სტრიქონთაშორისი ინტერვალი - 1,5;
მოცულობა არაუმეტეს 250 სიტყვისა.
მინდორი: ზევით-ქვევით - 2სმ; მარჯვნივ-მარცხნივ – 2,5სმ;
ქართველმა მომხსენებელმა რეზიუმე უნდა წარმოადგინოს ქართულ და ინგლისურ ენებზე.
უცხოენოვანმა მომხსენებლებმა - ინგლისურ ენაზე.
ტექსტის წარმოდგენის ფორმატი:
თემის სახელწოდება: sylfaen, ზომა- 14 ცენტრში
ავტორი: (სახელი გვარი), sylfaen ზომა- 12 მარჯვენა კუთხეში.
სასწავლო დაწესებულება, სასწავლო საფეხური - sylfaen 12, მარჯვენა კუთხეში.
ძირითადი ტექსტი - sylfaen 12.
კონფერენციის მონაწილეებს ადგილზე გადაეცემათ კონფერენციის პროგრამა და სერტიფიკატი.
ონლაინ მომხსენებლებს სერტიფიკატი გაეგზავნებათ ელექტრონული ფორმით.
მომხსენებელთა რეზიუმეები აიტვირთება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე -www.batu.edu.ge
მოთხოვნების დარღვევით ან შეუსაბამოდ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ განიხილება.
საკონტაქტო პირი:
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სამეცნიერო
და საგამომცემლო განყოფილების უფროსი
ასოცირებული-პროფესორი
თეა ცაგურია
მობ: (+995) 571 111 556
Mail: tea.tsaguria@batu.edu.ge
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის
საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორი
სალომე ჩიკაშუა
(+995) 557 03 03 52
Mail: salome.chikashua@batu.edu.ge
ანკეტა | |
ხელმძღვანელის რეკომენდაცია |