გამოცხადდა კონკურსი სსიპ-ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტზე კონცერტმაისტერის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად

 

სსიპ  – ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი

აცხადებს ღია კონკურსს  მუსიკის ფაკულტეტზე 2024 წლის 01 სექტემბრიდან კონცერტმაისტერის ვაკანტური  თანამდებობების დასაკავებლად

I. განცხადებების მიღებისა და კონკურსის ჩატარების ვადები

კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის დამატებითი ინფორმაციის გაცემა, განცხადებებისა და საბუთების მიღება იწარმოებს საპროცედურო კომისიის მიერ 2024  წლის 15 ივლისიდან  19  ივლისის  ჩათვლით, 1000 საათიდან 1600 საათამდე, შემდეგ მისამართზე ქ. ბათუმი, ზ.გორგილაძის/ვაჟა-ფშაველას ქ. №19/32, პირველი სართული, ოთახი №103.

კონკურსი ჩატარდება  2024  წლის  23 ივლისს.


 II. საკონკურსო პირობები

 

       2.1 კონცერტმაისტერის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს უმაღლესი სამუსიკო განათლების მქონე პირი, რომელსაც აქვს კონცერტმაისტერად მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

 

      2.2. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა საპროცედურო კომისიაში უნდა წარმოადგინოს:

       ა) გან­ცხა­დე­ბა სა­კონ­კურ­სო კო­მი­სი­ის სა­ხელ­ზე (დად­გე­ნი­ლი ფორ­მის მი­ხედ­ვით);

       ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით,  აგრეთვე ანკეტაში წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: დიპლომის, სერტიფიკატის, მოწმობის, სიგელის, ცნობის და ა.შ. ასლი (დედანის წარმოდგენით); 

       გ) პირადობის  მოწმობის ასლი;

       დ) 2ც. ფოტოსურათი, 3X4;

        ე) შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

        ვ) ნასამართლობის შესახებ ცნობა (შენიშვნა: ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება) - გაცემული საკონკურსო განცხადების წარმოდგენამდე 15 დღის ვადაში. 

      

       2.3 შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში კონცერტმაისტერის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატის გამოსავლენად გაითვალისწინება:

 ა) პირის პროფესიული კვალიფიკაცია და უნარ-ჩვევები, მისი კომპეტენციის შესაბამისობა საკონკურსო თანამდებობასთან;

ბ) შემოქმედებითი მიღწევები (საკონცერტო მოღვაწეობა, წარმატებები რესპუბლიკურ და საერთაშორისო კონკურსებზე და ფესტივალებზე; დიპლომები, პრემიები, ჯილდოები, წოდებები, სტიპენდიები);

გ) საკონკურსო მიმართულების შესაბამისი შემოქმედებითი კომპეტენციების დამადასტურებელი სხვა აქტივობები, მიღწევები.

     2.4 კონკურსი ტარდება 2 ეტაპად საკონკურსო დოკუმენტაციის განხილვა, შეფასება და გასაუბრება კომისიასთან.

         დეტალური ინფორმაცია საკონკურსო ადგილის, კონკურსის ჩატარებასა და წარმოსადგენ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით განთავსებულია უნივერსიტეტის ვებგვერდზე: www.batu.edu.ge

 

 

III. კონკურსში მონაწილეთა შეზღუდვა

კონკურსში არ დაიშვება პირი, რომელსაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმება  შეზღუდული აქვს მოქმედი კანონმდებლობით.

      

 

 

კონკურსის-გამოცხადების-ბრძანება
დანართი-1
განცხადების-ფორმა-დანართი-2
კონკურსანტის-ანკეტის-ფორმა-დანართი-3
დანართი-4
დანართი-5
ბხსუ-ს შინაგანაწესი
ბხსუ-ს ეთიკის კოდექსი
კონკურსის ჩატარების წესი

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031