გამოცხადდა კონკურსი 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის საერთაშორისო მობილობაში მონაწილეობისათვის ბხსუ-ს საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტის შერჩევის მიზნით

 

სსიპ-ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ბხსუ-ს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, ვიგოს მუსიკის უმაღლეს კონსერვატორიაში (ესპანეთის სამეფო), საერთაშორისო მობილობაში მონაწილეობისათვის ბხსუ-ს საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტის შესარჩევად

 

I. კონკურსის ჩატარების ვადები

  • კონკურსში მონაწილეობის მსურველთა  საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს 2024 წლის 16 სექტემბრიდან  19 სექტემბრის ჩათვლით (17.00 საათი) ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: info@batu.edu.ge  ან მატერიალური სახით 10.00 საათიდან 17.00 საათამდე ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამსახურში (ქ.ბათუმი, ზ.გორგილაძის/ვაჟა-ფშაველას ქ. №19/32, პირველი სართული, ოთახი №103)
  • ტესტირება ინგლისურ ენაში B2, იმ კონკურსანტთათვის, რომლებმაც განაცხადში არ წარმოადგინეს უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი - 2024 წლის 23 სექტემბერი;
  •  საკონკურსო კომისიის მიერ საკონკურსო დოკუმენტაციის განხილვა, შეფასება და კანდიდატთა გასაუბრება კომისიასთან - 2024 წლის 26 სექტემბერი;
  •  ბხსუ-ში ჩატარებული კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატის შესახებ ინფორმაციის (სტუდენტთა წარდგინება უცხოეთის შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში) გაგზავნა მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში - არაუგვიანეს 2024 წლის 30 სექტემბერი.

 

 

 

 

 

 

II. საკონკურსო პირობები

  კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს:

  

  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე კონკურსის გამოცხადებამდე ბოლო ერთი წლის მანძილზე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც არის  ბხსუ-ს აქტიური სტატუსის მქონე ბაკალავრიატის III, IV, V ან VI სემესტრის სტუდენტი;
  •    სტუდენტს, რომლის GPA არის არანაკლებ   2.5;
  •    სტუდენტს,  რომელიც  საკონკურსო  განაცხადის  წარდგენის  პერიოდისათვის        

   სწავლობს  მასპინძელი  უნივერსიტეტის  მიერ შემოთავაზებულ   პროგრამაზე        

   ან/და   გადის   ამ   დარგის   შესაბამის   სასწავლო  კურსებს (MINOR-პროგრამის           

   ჩათვლით).

III. წარმოსადგენი დოკუმენტაცია

 

  კონკურსში მონაწილეობის მიზნით კონკურსანტმა (სტუდენტმა) უნდა წარმოადგინოს:

  • განცხადება (დანართი №1);
  • პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი;
  • ფოტოსურათი (3X4);
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე კონკურსის   გამოცხადებამდე ბოლო ერთი წლის მანძილზე რეგისტრირების დამადასტურებელი    დოკუმენტი;  
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);
  • CV (ინგლისურ ენაზე);
  • სამოტივაციო წერილი (250-400 სიტყვა) – (ინგლისურ ენაზე);
  •  ნიშნების ფურცელი,  GPA-ის მითითებით (ინგლისურ ენაზე);
  • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  •  სარეკომენდაციო    წერილი,   შესაბამისი    ფაკულტეტის    წარმომადგენლის

               ხელმოწერით (ქართულ ენაზე);

  • ეკონომიკური, სოციალური პრობლემის ან  შშმ პირის სტატუსის (არსებობის    შემთხვევაში) დამადასტურებელი  ცნობა/დოკუმენტი (ინგლისურ  ენაზე თარგმანის ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
  •  სამეცნიერო კონფერენციებში, შემოქმედებით პროექტებსა და სხვა აქტივობებში  მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);
  •  პორტფოლიო.

 

       საკონკურსო განაცხადთან ერთად ატვირთული უნდა იქნეს თითოეული წარმოსადგენი დოკუმენტის დასკანერებული pdf ვერსია,  ფოტოსურათი  (3X4 jpg).

 

სტუდენტი თავისუფლდება უცხო ენაში ტესტირებიდან:

 

  1. ინგლისური   ენის  B2   დონეზე   ცოდნის   დამადასტურებელი   საერთაშორისო სერტიფიკატის, კერძოდ, შესაბამისი რეგისტრაციის დასრულებამდე არაუმეტეს 2 კალენდარული წლით ადრე აღებული შემდეგი სერტიფიკატების საფუძველზე: TOEFL (90 iBT), IELTS (6.5 მინიმალური საშუალო ქულა) ან CAMBRIDGE (FCE)-ის სერტიფიკატი;
  2. ბხსუ-ში სწავლის პერიოდში ინგლისური ენის B2 დონის (შეფასება არანაკლებ 71 ქულა) გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე.

 მიმღები უმაღლესი  საგანმანათლებლო  დაწესებულების  შესახებ  იხილეთ      დანართი №2.

 

   დამატებითი   კითხვების   არსებობის   შემთხვევაში   მიმართეთ   საერთაშორისო  

   ურთიერთობების მენეჯერს სალომე ჩიკაშუას (მობ. 557 030 352).

 

საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესი
დანართი-1
დანართი-2

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30