დაიწყო მობილობის პროცესი!
სხვა უმაღლესი სასწავლებლიდან სსიპ - ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველი სტუდენტი ვალდებულია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე (www.students.emis.ge) გაიაროს რეგისტრაცია 2024 წლის 21 აგვისტოდან 09 სექტემბრის 18:00 საათამდე.
სხვა უმაღლესი სასწავლებლიდან სსიპ - ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში გადმოსვლის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის, სტუდენტთა სტატუსის აღდგენის მსურველებმა 2024 წლის 10 - 16 სექტემბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ საბუთები.
სხვა უმაღლესი სასწავლებლიდან გადმოსვლის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის, სტატუსშეჩერებული პირის სტატუსის აღდგენის მსულველმა სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ:
ა) განცხადება (ივსება ადგილზე);
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) სასწავლო ბარათის დამოწმებული ასლი/აკადემიური ცნობა სტუდენტის მიერ ათვისებული კრედიტების შესახებ;
ე) ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
ვ) საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანების დამოწმებული ასლი.
საშემსრულებლო მიმართულებით და არქიტექტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სხვა უმაღლესი სასწავლებლიდან გადმოსვლის ან საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველთათვის შემოქმედებითი ტური ჩატარდება 2024 წლის 02 სექტემბერს 12:00 საათზე.
კრედიტების აღიარების დასკვნაზე თანხმობის შესახებ განაცხადის რეგისტრაცია იწარმოებს 2024 წლის 18 სექტემბერს.
საკონტაქტო პირი: ნინო ხარჩილავა, ტელ: 593 482 486;
მისამართი: ბათუმი, ზურაბ გორგილაძის/ვაჟა-ფშაველას ქ. №19/32. პირველი სართული, ოთახი 105.