ყურადრება! დაიწყო მობილობის პროცესი!

დაიწყო მობილობის პროცესი!

 

 სხვა უმაღლესი სასწავლებლიდან სსიპ - ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში მობილობის წესით  ჩარიცხვის მსურველი სტუდენტი ვალდე-ბულია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე (www.students.emis.ge) გაიაროს რეგისტრაცია 2024 წლის 30 იანვრიდან 08 თებერვლის 18:00 საათამდე.

          სხვა უმაღლესი სასწავლებლიდან სსიპ - ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში გადმოსვლის/ფაკულტეტის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის წესით ჩარიცხვის მსურველებმა 2024 წლის 09 თებერვლიდან 15 თებერვლის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ საბუთები. 

     

სხვა უმაღლესი სასწავლებლიდან გადმოსვლის/ფაკულტეტის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველებმა

 უნდა წარმოადგინონ:

 

ა) განცხადება (ივსება ადგილაზე);

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) სასწავლო ბარათის დამოწმებული ასლი/აკადემიური ცნობა სტუდენტის მიერ ათვისებული კრედიტების შესახებ;

ე) საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანების დამოწმებული ასლი.

 

საშემსრულებლო მიმართულებით სხვა უმაღლესი სასწავლებლიდან გადმო-სვლის ან/და ფაკულტეტის შეცვლის მსურველთათვის შემოქმედებითი ტური ჩატა-რდება 2024 წლის 02 თებერვალს 12:00 საათზე.

 

კრედიტების აღიარების დასკვნაზე თანხმობის შესახებ განაცხადის რეგისტრა-ცია იწარმოებს 2024 წლის 16 თებერვალს.

 

        საკონტაქტო პირი: ნინო ხარჩილავა, ტელ:   593 482 486;

        მისამართი: ბათუმი, ზურაბ გორგილაძის/ვაჟა-ფშაველას ქ. №19/32. პირველი სართული, ოთახი 105.

 

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930