სსიპ-ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს ხელახალ კონკურსს უნივერსიტეტის ლოგოტიპის შესაქმნელად

სურათი

 

 

სსიპ-ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს ხელახალ კონკურსს უნივერსიტეტის ლოგოტიპის შესაქმნელად

 

 

I. კონკურსის ჩატარების ვადები

        1.1 კონკურსში მონაწილეობის მსურველთა ნამუშევრების  მიღება იწარმოებს  2023 წლის 16 ოქტომბრიდან 2023 წლის 29 დეკემბრის  ჩათვლით ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: info@batu.edu.ge

        1.2 კონკურსის შედეგების გამოცხადება არაუგვიანეს 2024  წლის 23 იანვრისა.

 


II. საკონკურსო პირობები

     2.1 საკონკურსო დავალება:

 

  • ლოგოტიპი უნდა გამოხატავდეს სსიპ-ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის საქმიანობის არსს, მისიას და სპეციფიკას;
  • პასუხობდეს თანამედროვე სტანდარტებს და ორიენტირებული იყოს მომავალზე;
  • იყოს მარტივი, ადვილად აღქმადი, დამახსოვრებადი და ლაკონური, მაქსიმუმ 2-3 ფერის გამოყენებით;
  • კონკურსანტმა უნდა  შექმნას  ვიზუალური იდენტობა, სადაც აღწერილი იქნება ვიზუალური კონცეფცია და ლოგოტიპის იდეა;
  • ლოგოტიპი წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ და ინგლისურ ენებზე;
  • განსაზღვრული უნდა იყოს ლოგოტიპის გამოყენების პირობები, როგორიცაა პროპორციები, სივრცეები, გამოტოვებული ველები. ასევე მაქსიმალური და მინიმალური ზომები;
  • ლოგოტიპის ელექტრონული ვერსია წარმოდგენილი უნდა იყოს, როგორც ფოტო, ასევე ვექტორულ ფორმატში: PNG, EPS, CDR, AI, PDF ფაილების სახით;
  • კონკურსანტმა უნდა შექმნას კორპორატიული ფერების პალიტრა, წარმოადგინოს კორპორატიული ფონტები;
  • კონკურსანტმა ლოგოტიპის, კორპორატიული ფერებისა და ფონტების გამოყენებით უნდა წარმოადგინოს ვიზუალური იდენტობის გაშლა;
  • შეიმუშაოს კორპორატიული სტილი და მოახდინოს ვიზუალიზაცია: (ბლანკი, კონვერტი, სავიზიტო ბარათი, ბუკლეტი, იმეილის ხელმოწერა, ბილბორდი, პოსტერი, მაისური, ნაჭრის ჩანთა, ქოლგა, დროშა, ჭიქა, კალამი.);
  • არ უნდა შეიცავდეს პლაგიატს.

 

უნივერსიტეტის საქმიანობის, მისიისა და მიზნების შესახებ  ინფორმაციის   მისაღებად იხილეთ უნივერსიტეტის ვებგვერდი:www.batu.edu.ge  

       

       2.2 უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას ლოგოტიპის დიზაინში ავტორთან შეთანხმებით, შეიტანოს მცირე ცვლილებები.

       2.3 გამარჯვებულ ლოგოტიპს გამოავლენს საკონკურსო კომისია, რომელიც ნამუშევრებს შეაფასებს შემდეგი კრიტერიუმით:  ვიზუალური მხარე, შინაარსი.
       

       2.4 კომისია საუკეთესო ნამუშევარს გამოავლენს კონფიდენციალური შერჩევის გზით, კონსესუსის პრინციპით.

  

      2.5 კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია როგორც ფიზიკურ, ასევე
 იურიდიულ პირს.

 

       2.6 კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უნდა წარმოადგინოს:

  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ფიზიკური პირი) იურიდიულმა პირმა საიდენტიფიკაციო კოდი;
  • ლოგოტიპის გრაფიკული დიზაინის ნიმუში/ნიმუშები და მათი კონცეფციის მოკლე აღწერა.

 

      კონკურსში გამარჯვებულისათვის დაწესებულია ჰონორარი: 2000 (ორი ათასი) ლარი (საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული გადასახადების ჩათვლით).

 

          

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930