VI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „კულტურა და ხელოვნება თანამედროვეობის კონტექსტში“

ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი

VI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

კულტურა და ხელოვნება თანამედროვეობის კონტექსტში

 

კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებები:

 

1.   ხელოვნებათმცოდნეობა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა;

2.   მუსიკისმცოდნეობა;

3.   თეატრმცოდნეობა;

4.   კინომცოდნეობა;

5.   ქორეოლოგია;

6.   კულტურის კვლევა და მართვა;

7.   კულტურული ტურიზმი;

8.   მედია;

9.   სახელოვნებო განათლება.

 

  • კონფერენციის ჩატარების ადგილი – ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი; საქართველო, ქ. ბათუმი, ვაჟა ფშაველას ქ. № 32.

 

  • კონფერენციის ჩატარების დრო – 21-22 ოქტომბერი, 2023 წელი.

 

  • კონფერენციის სამუშაო ენები  – ქართული, ინგლისური.

 

  • კონფერენციის რეგლამენტი  – მოხსენება - 15 წუთი. მსჯელობა - 5 წუთი.

 

  • კონფერენციაში მონაწილეობისათვის, გთხოვთ 2023 წლის 10 მარტამდე წარმოადგინოთ:

- სარეგისტრაციო ანკეტის ელექტრონული ვერსია (თანდართული ფორმით);

- CV;

- მოხსენების რეზიუმე ქართულ ენაზე.

 

 

 

 

მოთხოვნები მოხსენების რეზიუმესადმი

 

  • რეზიუმე წარმოდგენილი უნდა იყოს A4 ფორმატზე ტექსტურ რედაქტორ Word-ში; გამოყენებული შრიფტი - AcadNusx. ზომა - 12, სტრიქონთაშორისი ინტერვალი - 1,5;

 

  • რეზიუმეს მოცულობა - არაუმეტეს 1 გვერდისა. 

 

 

 

მოთხოვნები მოხსენებისადმი

 

  • მოხსენება წარმოდგენილი უნდა იყოს A4 ფორმატზე ტექსტურ რედაქტორ Word-ში. მოხსენებას თან უნდა ერთვოდეს ინგლისურენოვანი რეზიუმე (მოცულობა - არაუმეტეს 1,5 გვერდისა). ნაშრომის მოცულობა - არაუმეტეს 10 გვერდისა, გამოყენებული ლიტერატურის, ინგლისურენოვანი რეზიუმესა და ილუსტრაციების ჩათვლით. 

 

  • გამოყენებული შრიფტი: ქართულენოვანი ტექსტისათვის - AcadNusx; ინგლისურენოვანი ტექსტისათვის - Times New Roman. ზომა - 12; სტრიქონთაშორისი ინტერვალი - 1,5.

 

  •    დოქტორანტების მოხსენებები მიიღება სამეცნიერო ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე.

 

  •    ლიტერატურის მითითების წესი: ტექსტში (ბერიძე, 1963:23); ტექსტის ბოლოს ანბანური თანმიმდევრობით: 1. ბერიძე ვ., თბილისის ხუროთმოძღვრება, თბილისი, 1963.

 

  •    ნაშრომების წარმოდგენის ბოლო ვადა - 2023 წლის 1 ივნისი.

 

  •    საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილება კონფერენციაში მონაწილეობისა და ნაშრომის კრებულში დაბეჭდვის თაობაზე, ავტორებს ეცნობებათ არაუგვიანეს 20 ივნისისა.

 

  • პროექტის გრანტის მოპოვების შემთხვევაში, კონფერენციის მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან საცხოვრებლით.

 

  • კონფერენციის მონაწილეებს ადგილზე გადაეცემათ კონფერენციის პროგრამა და კრებული.

 

 

 

მოთხოვნების დარღვევით გაფორმებული ან კონფერენციის თემატიკის შეუსაბამო წარმოდგენილი სტატიები პუბლიკაციისათვის არ განიხილება.

 

გთხოვთ, მასალები მოგვაწოდოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: tea.tsaguria@batu.edu.ge

 

საკონტაქტო პირი:

თეა ცაგურია. ტელ: 571 11 15 56  

 

 

 

 

სარეგისტრაციო ანკეტის შესავსებად გთხოვთ, იხილოთ მიმაგრებული ფაილი

 

ანკეტა

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930