სტუდენტთა დაფინანსების შესახებ

 

პანდემიით გამოწვეული უარყოფითი გავლენების შემცირების უზრუნველსაყოფად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, რეგიონში მოქმედ სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტებს გაეწევათ შეღავათები სწავლის საფასურის დაფარვის მიზნით.

 პროექტის ფარგლებში 2020 წლის 01 იანვრიდან 2022 წლის 01 აპრილამდე პერიოდში წარმოქმნილი ფინანსური დავალიანება დაუფინანსდებათ 2022 წლის 01 იანვრისათვის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახებიდან, რომელთა სარეიტინგო ქულა 2022 წლის 01 იანვრის მდგომარეობით არ აღემატება 150 000-ს.

დავალიანებისგან გათავისუფლების მიზნით სტუდენტმა, 2022 წლის 4 აპრილიდან 29 აპრილის ჩათვლით ვადაში, განცხადებით უნდა მიმართოს უნივერსიტეტს და წარმოადგინოს ამონაწერი სოციალურად დაუცვლი ოჯახების ერთიანი  ბაზიდან.  

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031