მიღება მასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამაზე

სსიპ - ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 2021-2022 სასწავლო წელს გთავაზობთ მიღებას მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამაზე -,,სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი“.

ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ ლინკზე: http://batu.edu.ge/text_files/ge_file_3112_1.pdf

 

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა

(სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი)

(საკონტაქტო პირი - იამზე ჩიჩუა, პირველი სართული, ოთახი № 103, ტელ: 593 359 658)

          მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

ა) განცხადება  და  ანკეტა (ივსება ადგილზე);
გამონაკლის შემთხვევაში შესაძლებელია დოკუმენტაციის  გამოგზავნა ელექტრონულად შემედეგ მისამართზე:iamze08@mail.ru  საკონტაქტო პირი: იამზე ჩიჩუა -  593 35 96 58. 
ბ) მიმართულების შესაბამისი საგნის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (გაცემული შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ);
გ)    პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი; 
დ)   2 ცალი ფოტოსურათი 3/4;
ე)    ბაკალავრის /მაგისტრის და/ან  მათთან   გათანაბრებული   დიპლომის  ან  სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (2021 წლის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ);
ვ)    ცნობა   ზოგადსაგანმანათლებლო   დაწესებულებიდან   საგნის   სწავლების თაობაზე.

   

          კანდიდატთა განაცხადებების მიიღება - 2021 წლის 15-24 სექტემბერი.

          გამოცდა სპეციალობაში ჩატარდება 2021 წლის 27 სექტემბერს, 12.00 საათზე.  

ადევნეთ თვალი ვებგვერდს 

განცხადება-ანკეტა

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930