V საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „კულტურა და ხელოვნება თანამედროვეობის კონტექსტში“
ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი
V საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
„კულტურა და ხელოვნება თანამედროვეობის კონტექსტში“
კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებები:
1. ხელოვნებათმცოდნეობა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა;
2. მუსიკისმცოდნეობა;
3. თეატრმცოდნეობა;
4. კინომცოდნეობა;
5. ქორეოლოგია;
6. კულტურის კვლევა და მართვა;
7. კულტურული ტურიზმი;
8. მედია;
9. სახელოვნებო განათლება.
-
კონფერენციის ჩატარების ადგილი – ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი; საქართველო, ქ. ბათუმი, ვაჟა ფშაველას ქ. № 32.
-
კონფერენციის ჩატარების დრო – 23-24 ოქტომბერი, 2021 წელი.
-
კონფერენციის სამუშაო ენები – ქართული, ინგლისური.
-
კონფერენციის რეგლამენტი – მოხსენება - 15 წუთი. მსჯელობა - 5 წუთი.
-
კონფერენციაში მონაწილეობისათვის, გთხოვთ 2021 წლის 10 მარტამდე წარმოადგინოთ:
- სარეგისტრაციო ანკეტის ელექტრონული ვერსია (თანდართული ფორმით);
- CV;
- მოხსენების რეზიუმე ქართულ ენაზე.
მოთხოვნები მოხსენების რეზიუმესადმი
-
რეზიუმე წარმოდგენილი უნდა იყოს A4 ფორმატზე ტექსტურ რედაქტორ Word-ში; გამოყენებული შრიფტი - AcadNusx. ზომა - 12, სტრიქონთაშორისი ინტერვალი - 1,5;
-
რეზიუმეს მოცულობა - არაუმეტეს 1 გვერდისა.
მოთხოვნები მოხსენებისადმი
-
მოხსენება წარმოდგენილი უნდა იყოს A4 ფორმატზე ტექსტურ რედაქტორ Word-ში. მოხსენებას თან უნდა ერთვოდეს ინგლისურენოვანი რეზიუმე (მოცულობა - არაუმეტეს 1,5 გვერდისა). ნაშრომის მოცულობა - არაუმეტეს 10 გვერდისა, გამოყენებული ლიტერატურის, ინგლისურენოვანი რეზიუმესა და ილუსტრაციების ჩათვლით.
-
გამოყენებული შრიფტი: ქართულენოვანი ტექსტისათვის - AcadNusx; ინგლისურენოვანი ტექსტისათვის - Times New Roman. ზომა - 12; სტრიქონთაშორისი ინტერვალი - 1,5.
-
დოქტორანტების მოხსენებები მიიღება სამეცნიერო ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე.
-
ლიტერატურის მითითების წესი: ტექსტში (ბერიძე, 1963:23); ტექსტის ბოლოს ანბანური თანმიმდევრობით: 1. ბერიძე ვ., თბილისის ხუროთმოძღვრება, თბილისი, 1963.
-
ნაშრომების წარმოდგენის ბოლო ვადა - 2021 წლის 1 ივნისი.
-
საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილება კონფერენციაში მონაწილეობისა და ნაშრომის კრებულში დაბეჭდვის თაობაზე, ავტორებს ეცნობებათ არაუგვიანეს 20 ივნისისა.
-
პროექტის გრანტის მოპოვების შემთხვევაში, კონფერენციის მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან საცხოვრებლით.
-
კონფერენციის მონაწილეებს ადგილზე გადაეცემათ კონფერენციის პროგრამა და კრებული.
-
პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების შენარჩუნების შემთხვევაში, კონფერენცია ჩატარდება დისტანციური ფორმით.
მოთხოვნების დარღვევით გაფორმებული ან კონფერენციის თემატიკის შეუსაბამო წარმოდგენილი სტატიები პუბლიკაციისათვის არ განიხილება.
გთხოვთ, მასალები მოგვაწოდოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: sofotavadze@hotmail.com
საკონტაქტო პირი:
სოფო თავაძე. ტელ: 593 633087
სარეგისტრაციო ანკეტის შესავსებად გთხოვთ, იხილოთ მიმაგრებული ფაილი
![]() | სარეგისტრაციო ანკეტა |