ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში დაიწყო პირველკურსელთა რეგისტრაცია!

ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში დაიწყო პირველკურსელთა რეგისტრაცია!

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შედეგად ბხსუ-ში ჩარიცხვის უფლებამოპოვებულ აბიტურიენტებთან (შემდგომში პირველკურსელებთან) ხელშეკრულების გაფორმება, აკადემიური და ადმინისტრაციული რეგისტრაცია (სწავლის საფასურის გადახდა) იწარმოებს 2020 წლის 1 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა) 10:00-დან 17:00 საათამდე.

მისამართი:

ბათუმი ზურაბ გორგილაძე/ვაჟა-ფშაველა 19/32 (შემოსასვლელი ვაჟა-ფშაველას ქუჩიდან)

ბხსუ-ში რეგისტრაციისათვის აბიტურიენტმა (ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა) მატერიალური სახით, უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

პირადობის მოწმობის ასლი (დედანთან ერთად);

ბ) ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

გ) 4 ცალი ფოტოსურათი (3x4);

დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);

ზ) სწავლის საფასურის გადახდის ქვითარი.

სწავლის საფასურის გადახდა იწარმოებს შემდეგ რეკვიზიტებზე:

მიმღები ბანკი - სახელმწიფო ხაზინა;

მიღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში;

ბანკის კოდი - TRESGE 22;

მიღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 708897289

(გადახდის დანიშნულებაში უნდა მიეთითოს: სტუდენტის სახელი და გვარი; პირადი ნომერი; პირველი სემესტრის საფასური).

დიზაინი (ტექსტილის დიზაინი; სამოსის დიზაინი) - 750 ლარი;

სამუსიკო შემსრულებლობის (ფორტეპიანო, აკადემიური სიმღერა, აკადემიური გუნდის დირიჟორობა, საორკესტრო) - 750 ლარი;

სამსახიობო ხელოვნება (დრამისა და კინოს სამსახიობო; დრამისა და თოჯინების თეატრის სამსახიობო) - 750 ლარი;

აუდიოვიზუალური ხელოვნება (კინორეჟისურა, ტელერეჟისურა) - 750 ლარი;

ხელოვნებათმცოდნეობა - 750 ლარი;

კულტურის მენეჯმენტი -900 ლარი;

კულტურული ტურიზმი - 900 ლარი;

ტელე-რადიო ჟურნალისტიკა - 900 ლარი;

ბხსუ-ში ჩარიცხვის უფლებამოპოვებული არასრულწლოვანი აბიტურიენტი ბხსუ-სთან ხელშეკრულების გაფორმებაზე უნდა გამოცხადდეს მშობელთან ან კანონიერი წარმომადგენელთან ერთად!

დამატებით, სტუდენტობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს დაბადების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი და მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) პირადობის მოწმობის ასლი.

ხელშეკრულება ფორმდება მშობელთან ან კანონიერ წარმომადგენელთან!

გთხოვთ უნივერსიტეტში გამოცხადდეთ პირბადით და დაიცვათ რეგულაციები.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930