რეკომენდაციები და აბიტურიენტთა ვალდებულებები

სურათი

17 ივნისი 2020 წელი

აბიტურიენტთა საყურადღებოდ
რეკომენდაციები და  აბიტურიენტთა ვალდებულებები:
 
  • აკრძალულია უნივერსიტეტში შემოსვლა პირბადის გარეშე;
  • უსაფრთხოების დაცვის მიზნით  გაითვალისწინეთ დაცვის თანამშრომლებისა და მიმღები კომისიის წევრთა მითითებები. 
  • შემოსასვლელში უნდა ისარგებლოთ დეზობარიერით და ხელები დაიმუშავეთ სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით.
  • ერთიან შესასვლელთან ყველა შემომსვლელი გაივლის თერმოსკრინინგს.
(თერმოსკრინინგი და აბიტურიენტთა გამოცდაზე დაშვების პირობები  იხილეთ ქვემოთ)
  •  უნივერსიტეტის სივრცეში უნდა გეკეთოთ პირბადე, სურვილის შემხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ პირადი ე.წ. ,,სახის ფარი“.
  •  დაიცვით  უსაფრთხო დისტანცია (არაუმცირეს 2მ).
  • შემოქმედებითი ტურების პროცესში  უნდა განთავსდეთ იმგვარად, რომ არ აღმოჩნდეთ ერთმანეთის ან გამომცდელის პირისპირ;
  • დაიცავით ჰიგიენის წესები სასწავლო ორგანიზაციის სივრცეში;
  • გამოიყენეთ სრულად ინდივიდუალური დაცვის საშუალებები;
  •  ჩაიტარეთ ხელების ადეკვატური ჰიგიენა (სპირტის შემცველი ხელის საწმენდი საშუალებების გამოყენება იმ შემთხვევაში, როცა ვერ ხერხდება ხელების დაბანა. ხილული დაბინძურების ან ბიოლოგიური სითხეების მოხვედრისას ხელების წყლითა და საპნით დაბანა სავალდებულო წესით);
  • მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებას. შემოქმედებითი ტურების პერიოდში უზრუნველყავით თმის შეკვრა/მჭიდროდ დამაგრება, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმის სახის ზედაპირთან შეხება (შესაძლებელია ჩაჩის, ან სპეციალური თავსაბურავის გამოყენება).
  • საგამოცდო სივრცეში არ შემოიტანოთ ზედმეტი ნივთები (აბიტურიენტს შეუძლია შემოიტანოს: წყალი პლასტმასის ბოთლით; კალამი; პირბადე; ერთჯერადი ხელთათმანი; ასევე ტურისათვის საჭირო რეკივიზიტი, ინსტრუმენტები და აქსესუარები); სხვა შემთხვევაში ნივთები დატოვეთ მიმღებ კომისიაში,  შენახვისათვის განკუთვნილ ადგილას;
  • საგამოცდო სივრცეში აუცილებელია ნიღბის ტარება;

აბიტურიენტებმა თან უნდა იქონიონ:
  •  აბიტურიენტი ვალდებულია შემოქმედებითი ტურზე იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი;
  • აბიტურიენტთა მიერ წარმოსადგენი საბუთები:
    1. განცხადება რექტორის სახელზე (ივსება ადგილზე).
    2. საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ქსეროასლით;
    3. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან ცნობა. მუსიკის ფაკულტეტზე, გარდა ატესტატისა, სავალდებულოა სპეციალური მუსიკალური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის წარმოდგენა;
    4. აბიტურიენტის ერთიანი ეროვნული საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი ან ამონაბეჭდი ერთიანი ეროვნული გამოცდების სარეგისტრაციო გვერდიდან (სადაც მითითებული იქნება აბიტურიენტის მიერ მონიშნული პროგრამული კონცენტრაციები);
            5. 4 ფოტოსურათი (ზომა 3×4);
  • ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული წესების დარღვევის შემთხვევაში (ნიღბის მოხსნა, სოციალური დისტანციის დარღვევა და უარი ხელების დამუშავებაზე), აბიტურიენტი მიიღებს შენიშვნას და მითითებას, აღნიშნული მითითების შეუსრულებლობის შემთხვევაში  მოიხსნება  გამოცდიდან.
  • გთხოვთ გაითვალისწინეთ აღნიშნული რეკომენდაციები.


თერმოსკრინინგი და აბიტურიენტთა გამოცდაზე დაშვების პირობები:
  • რეკომენდაციის თანახმად, თუ აბიტურიენტს გამოცდის წინა დღეებში ექნება მაღალი ტემპერატურა, მან უნდა ჩაიტაროს PCR-ტესტი და წარმოადგინოს ცნობა, რომ არ არის კოვიდით ინფიცირებული. ასევე, თუ აქვს ქრონიკული სიცხე, უნდა მოიტანოს სამედიცინო დაწესებულების ოჯახის ექიმის (ან ქრონიკული დაავადების არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი ექიმ-სპეციალისტის) ცნობა (ფორმა #100);
  • თუ აბიტურიენტს 37 0 C ან 37 0 C -ზე მეტი ტემპერატურა აღენიშნა, 15 წუთში უნდა გადაუმოწმდეს ტემპერატურა ვერცხლისწყლის თერმომეტრით.
  • გადამოწმების შემდეგ 37.5 0 C-მდე (37.4 0 C -ის ჩათვლით) შედეგის შემთხვევაში გათვალისწინებულ ინება შემდეგი: 
  • თუ აბიტურიენტს აქვს გამოცდამდე, არაუმეტეს 2-3 დღით ადრე, ჩატარებული და მიღებული PCR-ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, მაშინ მისი განთავსება ხდება ჩვეულებრივ სხვა აბიტურიენტებთან საერთო დარბაზში. შემთხვევა კი აღინიშნება შენიშვნით, რომელსაც მომდევნო გამოცდაზე უნდა მიექცეს ყურადღება;
  • თუ აბიტურიენტს არა აქვს გამოცდამდე, არაუმეტეს 2-3 დღით ადრე, ჩატარებული და მიღებული PCR-ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, აბიტურიენტის გამოცდაზე დაშვების საკითხის გადაწყვეტა ხდება ექიმის მიერ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების საფუძველზე, კერძოდ:
  • თუ სიცხის გარდა არ აღენიშნება რესპირატორული ინფექციისათვის დამახასიათებელი არც ერთი სიმპტომი (ხველა, ცემინება, სურდო, ქოშინი), აბიტურიენტი განთავსდება ჩვეულებრივ სხვა აბიტურიენტებთან საერთო სექტორში.
  • იმ შემთხვევაში, თუ 37 0 C-დან 37.4 0 C -მდე ტემპერატურას თან ახლავს რესპირატორული ინფექციისათვის დამახასიათებელი რომელიმე სიმპტომი, მაშინ აბიტურიენტის განთავსება ხდება ცალკე სარეზერვო ოთახში დამცავი ფარის მქონე მაგიდასთან და ორმეტრიანი რადიუსის დისტანციით ამავე ოთახის სხვა მაგიდებთან. ასეთმა აბიტურიენტმა PCR ტესტი სასურველია ჩაიტაროს მომდევნო გამოცდამდე;
  • 37.5 0 C ტემპერატურისას (რესპირატორული სიმპტომების არარსებობის შემთხვევაშიც) აბიტურიენტის განთავსება ხდება ცალკე სარეზერვო ოთახში დამცავი ფარის მქონე მაგიდასთან და ორმეტრიანი რადიუსის დისტანციით ამავე ოთახის სხვა მაგიდებთან. ასევე რეკომენდებულია მომდევნო გამოცდამდე PCR-ტესტის გაკეთება.
  • ტემპერატურის 37.5 0 C -ზე მეტის შემთხვევაში:
  • თუ აბიტურიენტს არ აქვს გამოცდამდე, არაუმეტეს 2-3 დღით ადრე, ჩატარებული PCR-ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, ის მოიხსნება გამოცდიდან და
    რეკომენდაციის თანახმად, უნდა მიმართოს ექიმს/დარეკოს 112-ზე;
  • თუ აბიტურიენტს აქვს გამოცდამდე, არაუმეტეს 2-3 დღით ადრე, ჩატარებული PCR-ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, ექიმი აფასებს მის მდგომარეობას და რესპირატორული სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში, მაღალი ტემპერატურის მიუხედავად, განთავსდება ჩვეულებრივ სხვა აბიტურიენტებთან საერთო სექტორში.
  • თუ აბიტურიენტს აქვს გამოცდამდე, არაუმეტეს 2-3 დღით ადრე, ჩატარებული PCR-ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, მაშინ ექიმი აფასებს მის მდგომარეობას და რომელიმე რესპირატორული სიმპტომის არსებობის შემთხვევაში, აბიტურიენტის განთავსება ხდება სარეზერვო ოთახში დამცავი ფარის მქონე მაგიდასთან და ორმეტრიანი რადიუსის დისტანციით ამავე ოთახის სხვა მაგიდებთან. ასევე რეკომენდაციის თანახმად, შემდეგ გამოცდამდე უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს კონსულტაციის მიზნით.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031