17 მაისი ზაზა ხალვაშის დაბადების დღეა

სურათი

17 მაისი 2020 წელი

ზაზა ხალვაშის ფეისბუქგვერდიდან:  „როდესაც კედელზე გაჭიმულ თეთრ ზეწარზე მატარებელი სადგურში შემოვიდა და პერონთან გაჩერდა, კინომ საკუთარი ისტორიის შექმნა დაიწყო... და ატყდა კამათი - გამოსახულება წარმოსახვითია, თუ საგნობრივი? ვინც ჩათვალა რომ ეკრანზე ნაჩვენები მატარებელი რეალურია (საგნობრივი), შეშინებული გავარდა დარბაზიდან, რკინის ბორბლების ქვეშ არ აღმოვჩნდეო. ვინც იაზრა, რომ ეკრანზე წარმოსახვითი რეალობაა, კინემატოგრაფის დაბადებას დაესწრო. დღესაც ორადაა გაყოფილი კინოსადმი დამოკიდებულება. ერთნი თვლიან, რომ მატარებელი "ნამდვილია". მეორენი კი ფიქრობენ, რომ მატარებელი "სიზმარია". "ნამდვილისტები" რეალობის "ასახვით" არიან დაკავებული, "სიზმრისტები" კი კინოენის სრულყოფის გზებს ეძებენ. ეს ის შემთხვევაა, როცა ორივე მხარე ბედნიერია. ერთი "ყოველსა მოსახვეჭელსა" იხვეჭს, მეორე კი ქადაგივით მარტოსული ჯიუტად წერს სიზმრების ხატებს....“

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031