„უძველესი ირანი“ - ირანელი ხელოვანების ფოტო და ფერწერული ნამუშევრების გამოფენა

სურათი

17 თებერვალი 2020 წელი

         17 თებერვალს ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში, ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს ორგანიზებით, ირანელი ხელოვანების ფოტო და ფერწერული ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით „უძველესი ირანი“ მოეწყო.

     გამოფენას ესწრებოდნენ აჭარის არ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი თეა ჭანტურიშვილი, ირანის საკონსულოს. აჭარის მხატვართა კავშირისა, აჭარის მუზეუმების გაერთიანების, ბათუმის შოთა რუსთაველის სახლმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები, ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები.

       სტუმრებს მიესალმა უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მაია ჭიჭილეიშვილი, რომელმაც აღნიშნა ქვეყნებს შორის კულტურათაშორისი ურთიერთობების მნიშვნელობაზე. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა ირანის საკონსულოს მადლობა გადაუხადა გამოფენის ორგანიზებისთვის. მინისტრმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობის თანამშრომლობას. სიტყვით გამოვიდა ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი ბათუმში აჰმად მადფა, რომელმაც დიდი მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტს თანამშრომლობისა და მასპინძლობისათვის.

       19 თებერვალს 13:00 საათზე ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ჰოსეინ სეიფის საჯარო ლექცია და ვორქშოფი გაიმართება.

      გამოფენა ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031