სტუდენტთა საყურადღებოდ, მობილობის პროცესი დაიწყო!

დაიწყო მობილობის პროცესი!
 
 სხვა უმაღლესი სასწავლებლიდან სსიპ - ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში მობილობის წესით  ჩარიცხვის მსურველი სტუდენტი ვალდე-ბულია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე (www.students.emis.ge) გაიაროს რეგისტრაცია 2020 წლის 22 იანვრიდან 05 თებერვლის 18:00 საათამდე.
სხვა უმაღლესი სასწავლებლიდან ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსი-ტეტში გადმოსვლის/ფაკულტეტის შეცვლის/აღდგენის წესით ჩარიცხვის მსურვე-ლებმა 2020 წლის 23 იანვრიდან 10 თებერვლის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
 
 
 სხვა უმაღლესი სასწავლებლიდან გადმოსვლის მსურველებმა
 უნდა წარმოადგინონ:
 
ა) განცხადება  (განცხადება ივსება ადგილზე);
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) სასწავლო ბარათის დამოწმებული ასლი/აკადემიური ცნობა სტუდენტის მიერ ათვისებული კრედიტების შესახებ;
ე) საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანების დამოწმებული ასლი;
ვ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
 
კრედიტების აღიარების დასკვნაზე თანხმობის შესახებ განაცხადის რეგისტრა-ცია იწარმოებს 2020 წლის 14 თებერვალს.
 
ფაკულტეტის შეცვლის მსურველებმა  
უნდა წარმოადგინონ:
 
ა)  განცხადება (განცხადება ივსება ადგილზე);
ბ) პირადობის დამადასტურებელი  მოწმობის  ასლი; 
გ) სასწავლო ბარათის ასლი, დამოწმებული ფაკულტეტის დეკანის მიერ;
დ) ცნობა  სტუდენტის სტატუსის შესახებ.
 
აღდგენის წესით ჩარიცხვის მსურველებმა (სტატუსშეჩერებულმა სტუდენტებმა) უნდა წარმოადგინონ:
 
ა) განცხადება (განცხადება ივსება ადგილზე);
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის  ასლი; 
გ) სასწავლო ბარათის დამოწმებული ასლი/აკადემიური ცნობა სტუდენტ-ის  მიერ ათვისებული კრედიტების შესახებ;
დ) სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ ბრძანების ასლი.
 
საშემსრულებლო მიმართულებით სხვა უმაღლესი სასწავლებლიდან გადმო-სვლის ან/და ფაკულტეტის შეცვლის მსურველთათვის შემოქმედებითი ტური ჩატა-რდება 2020 წლის 12 თებერვალს 12:00 საათზე.
 
კრედიტების აღიარების დასკვნაზე თანხმობის შესახებ განაცხადის რეგისტრა-ცია იწარმოებს 2020 წლის 14 თებერვალს.
 
საკონტაქტო პირი: ნინო ხარჩილავა, ტელ: 593482486, ელ-ფოსტა nini.08@mail.ru
 
 

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031