პირველკურსელთა რეგისტრაცია!
2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შედეგად ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებამოპოვებული აბიტურიენტების ადმინისტრაციული რეგისტრაცია (სწავლის საფასურის გადახდა) იწარმოებს 2019 წლის 09 სექტემბრიდან 13 სექტემბრის ჩათვლით, 10:00-დან 17:00 საათამდე, ხოლო აკადემიური რეგისტრაცია 2019 წლის 16 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით, 10:00-დან 17:00 საათამდე შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, ვაჟა ფშაველას ქ. № 32.
ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში რეგისტრაციისათვის, ხელშეკრულების გაფორმებისა და პირადი საქმის გახსნის მიზნით ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებამოპოვებულმა აბიტურიენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
ა) პირადობის მოწმობის ასლი (დედანთან ერთად);
ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
გ) 4 ცალი ფოტოსურათი (3x4);
დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);
ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
გ) 4 ცალი ფოტოსურათი (3x4);
დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);
ე) პირველი სემესტრის სწავლის საფასურის გადახდის ქვითარი.
სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია შემდეგ რეკვიზიტებზე:
მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში, მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - TRESGE22, სახაზინო კოდი - 708897289
დანიშნულებაში უნდა მიეთითოს: სტუდენტის სახელი-გვარი, პირადი ნომერი, ფაკულტეტი, სპეციალობა, კურსი.
2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სასწავლო პროცესი დაიწყება
2019 წლის 23 სექტემბერს!
გ ი ს უ რ ვ ე ბ თ წ ა რ მ ა ტ ე ბ ე ბ ს!