აბიტურიენტთა საყურადღებოდ!

ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლის მისაღები კონტინგენტის შემოქმედებითი ტური/ტურებისთვის განცხადებების მიიღება იწარმოებს 2019 წლის 31 მაისიდან  14 ივნისის ჩათვლით 10.00 სთ-დან  17.00 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა).

 ხელოვნების უნივერსიტეტში შესარჩევი ტურები დაიწყება 17  ივნისიდან.

აბიტურიენტთა მიერ რეგისტარციისთვის წარმოსადგენი საბუთები:

ა)  განცხადება (ივსება ადგილზე);

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ქსერო-ასლი.

გ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის ასლი რჩება მიმღებ კომისიაში (ან ცნობა სკოლის დამთავრების შესახებ). მუსიკის ფაკულტეტზე, გარდა ატესტატისა, სავალდებულოა სპეციალური მუსიკალური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.  

დ) 4 ფოტოსურათი (ზომა 3×4).

ე) სამხედრო მოწმობას ან სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელ საბუთი ვაჟებისთვის ქსერო-ასლი.

ვ) აბიტურიენტებმა წარმოდგენილ საბუთებს უნდა დაურთონ შემოქმედებითი ტურისთვის გადახდილი თანხის (20 ლარი) დამადასტურებელი ქვითარი (ბანკი - სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - TRESGE22, სახაზინო კოდი - 708897519).

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930