სტუდენტთა საყურადღებოდ! დაიწყო მობილობის პროცესი!

 
სტუდენტთა საყურადღებოდ! დაიწყო მობილობის პროცესი!
 
 სხვა უმაღლესი სასწავლებლიდან სსიპ - ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველი სტუდენტი ვალდებულია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე (www.students.eqe.ge) გაიაროს რეგისტრაცია 2018 წლის 17 იანვრის 12.00 საათიდან 01 თებერვლის 18.00 საათამდე.
სხვა უმაღლესი სასწავლებლიდან ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში გადმოსვლის/ფაკულტეტის შეცვლის/აღდგენის წესით ჩარიცხვის მსურველებმა 2018 წლის 21 იანვრიდან 08 თებერვლის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
 
 
 სხვა უმაღლესი სასწავლებლიდან გადმოსვლის მსურველებმა
 უნდა წარმოადგინონ  შემდეგი დოკუმენტაცია:
 
ა) განცხადება  (განცხადება ივსება ადგილზე);
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) სასწავლო ბარათის დამოწმებული ასლი/აკადემიური ცნობა სტუდენტის მიერ ათვისებული კრედიტების შესახებ;
ე) საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანების დამოწმებული ასლი;
ვ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
კრედიტების აღიარების დასკვნაზე თანხმობის შესახებ განაცხადის რეგისტრაცია იწარმოებს 2019 წლის 12 თებერვალს.
 
საშემსრულებლო მიმართულებით სხვა უმაღლესი სასწავლებლიდან გადმო-სვლის ან/და ფაკულტეტის შეცვლის მსურველთათვის შემოქმედებითი ტური ჩატარდება 2019 წლის 11 თებერვალს 12.00 საათზე.
 
 
ფაკულტეტის შეცვლის მსურველმა  
უნდა წარმოადგინონ  შემდეგი დოკუმენტაცია:
 
ა)  განცხადება (განცხადება ივსება ადგილზე);
ბ) პირადობის დამადასტურებელი  მოწმობის  ასლი; 
გ) სასწავლო ბარათის ასლი, დამოწმებული ფაკულტეტის დეკანის მიერ;
დ) ცნობა  სტუდენტის სტატუსის შესახებ.
 
 
 
 
აღდგენის წესით ჩარიცხვის მსურველებმა (სტატუსშეჩერებულმა)
უნდა წარმოადგინონ  შემდეგი დოკუმენტაცია:
 
ა) განცხადება (განცხადება ივსება ადგილზე);
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის  ასლი; 
გ) სასწავლო ბარათის დამოწმებული ასლი/აკადემიური ცნობა სტუდენტ-ის  მიერ ათვისებული კრედიტების შესახებ;
დ) სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ ბრძანების ასლი.
 
დამატებითი ინფორმაციისათვის შეიძლება დაუკავშირდეთ: ნინო ხარჩილავა, ტელ: 593482486, ელ-ფოსტა nini.08@mail.ru
 
მისამართი:  ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი, ლ. ასათიანის ქ. N 37,  მეორე სართული, ოთახი 42.
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031