საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „კულტურა და ხელოვნება თანამედროვეობის კონტექსტში“

ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

კულტურა და ხელოვნება თანამედროვეობის კონტექსტში

 

კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებები:

 

1. ხელოვნებათმცოდნეობა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა;

2. მუსიკათმცოდნეობა;

3. თეატრმცოდნეობა;

4. კინომცოდნეობა;

5. ქორეოლოგია;

6. კულტურის კვლევა და მართვა;

7. კულტურული ტურიზმი;

8. მედია.

 

  • კონფერენციის ჩატარების ადგილი – ბათუმის ხელოვნების  სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო, ქ. ბათუმი, ვაჟა ფშაველას ქ. № 32

 

  • კონფერენციის ჩატარების დრო – 19-20 ოქტომბერი, 2019 წელი.

 

  • კონფერენციის სამუშაო ენები  – ქართული, ინგლისური, რუსული.

 

  • კონფერენციის რეგლამენტი  – მოხსენება - 15 წუთი. მსჯელობა - 5 წუთი.

 

  • კონფერენციაში მონაწილეობისათვის საჭიროა 2019 წლის 20 თებერვლამდე წარმოადგინოთ:

- სარეგისტრაციო ანკეტის ელექტრონული ვერსია (თანდართული ფორმით);

- CV;

- მოხსენების რეზიუმე ქართულ და ინგლისურ ენებზე.

 

 

 

მოთხოვნები მოხსენების რეზიუმესადმი

 

  • რეზიუმე წარმოდგენილი უნდა იყოს A4 ფორმატზე ტექსტურ რედაქტორ Word-ში;

 

  • გამოყენებული შრიფტი: ქართული ტექსტისათვის AcadNusx. რუსული და ინგლისური ტექსტისათვის Times New Roman. ზომა – 12, სტრიქონთაშორისი ინტერვალი – 1,5;

 

  • რეზიუმეს მოცულობა – არაუმეტეს 1,5 გვერდისა (ინგლისური რეზიუმეს ჩათვლით). 

 

 

 

მოთხოვნები მოხსენებისადმი

 

  • მოხსენება  წარმოდგენილი უნდა იყოს A4 ფორმატზე ტექსტურ რედაქტორ Word-ში. გამოყენებული შრიფტი: ქართული ტექსტისათვის AcadNusx, ზომა - 12, რუსული და ინგლისური ტექსტისათვის Times New Roman. სტრიქონთაშორისი  - 1,5. ნაშრომის მოცულობა - არაუმეტეს 7 გვერდისა, გამოყენებული ლიტერატურისა და ინგლისური რეზიუმეს ჩათვლით. 

 

  •    დოქტორანტების მოხსენებები მიიღება სამეცნიერო ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე.

 

  •    ლიტერატურის მითითების წესი: ტექსტში (ბერიძე, 1963:23); ტექსტის ბოლოს ანბანური თანმიმდევრობით: 1. ბერიძე ვ., თბილისის ხუროთმოძღვრება, თბილისი, 1963.

 

  •    ნაშრომების წარმოდგენის ბოლო ვადა - 1 ივნისი.

 

  •    საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილება კონფერენციაში მონაწილეობისა და ნაშრომის კრებულში დაბეჭდვის თაობაზე, ავტორებს ეცნობებათ არაუგვიანეს 15 ივნისისა.

 

  • კონფერენციის მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან საცხოვრებლით, გარდა დოქტორანტებისა.

 

  • კონფერენციის მონაწილეებს ადგილზე გადაეცემათ კონფერენციის პროგრამა და კრებული.

 

 

მოთხოვნების დარღვევით გაფორმებული ან კონფერენციის თემატიკის შეუსაბამო წარმოდგენილი სტატიები პუბლიკაციისათვის არ განიხილება.

 

გთხოვთ, მასალები მოგვაწოდოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: sofotavadze@hotmail.com

 

საკონტაქტო პირი:

სოფო თავაძე, ტელ: 593 633087 

 

 

 

 

სარეგისტრაციო ანკეტის შესავსებად გთხოვთ, იხილოთ მიმაგრებული ფაილი

 

 

FILE

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031