გამოცხადდა სსიპ- ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 04-01/31
სსიპ- ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნების გამოცხადების შესახებ
        „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის,  22-ე მუხლის, „სსიპ-ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში არჩევნების ჩატარების დებულების“  მე-9, მე-10 და მე-11 მუხლების,  უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის „დ“ ქვეპუნქტისა და 24-ე მუხლის საფუძველზე
        აკადემიური საბჭო ადგენს:
           1. გამოცხადდეს არჩევნები სსიპ-ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად 2018 წლის 13 ნოემბრიდან.
           2. უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატი  შეიძლება იყოს პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი, რომელსაც აქვს უმაღლეს სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
          3. კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიაში (ქ.ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ. № 37, ოთახი № 41) 2018 წლის 20 დეკემბრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით, შაბათ– კვირისა და უქმე დღეების გარდა, 10 სთ–დან  16 სთ–მდე.
      4. კანდიდატმა სარეგისტრაციოდ უნდა წარმოადგინოს:
      ა) განცხადება;
           ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
           გ) 2 ფოტოსურათი ზომით 3X4;
           დ) ავტობიოგრაფია (CV);
           ე) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
           ვ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესორის ან ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
        ზ) უმაღლეს სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 3 წლის მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
        თ) სამოქმედო გეგმა.
          5.    რექტორის  არჩევნები     გაიმართოს      2019      წლის 14 იანვარს.    რექტორის არჩევნებამდე აკადემიური საბჭო მოისმენს რექტორობის კანდიდატის/კანდიდატების სამოქმედო  გეგმას.
        6.   დადგენილება  გამოქვეყნდეს  უნივერსიტეტის  ოფიციალურ ვებგვერდზე და უნივერსიტეტში ყველასათვის თვალსაჩინო ადგილებზე (საინფორმაციო დაფებზე) კანდიდატების რეგისტრაციის ვადის დასრულებამდე.
         7. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში ბათუმის საქალაქო სასამართლოში (ქ.ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ. №30).
          8. დადგენილება ძალაშია უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე.
 
   აკადემიური საბჭოს
       თავმჯდომარე                                                                             ე.მესხია

 

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 04-01/31

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31