გამოცხადდა კონკურსი სსიპ-ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ვაკანტურ თანამდეობაზე

 
 
საჯარო სამართლის იურიდიული პირი -
ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი
 
 
 
ქ. ბათუმი                                                                                                   10 სექტემბერი  2018 წ.
ბრძანება 01-08/59
 
  სსიპ - ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის    ბიბლიოთეკის     ხელმძღვანელის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადების შესახებ
 
    საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  51-ე,  52-ე   და  53-ე  მუხლების ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, სსიპ-ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის წესდების  მე-16 მუხლის, 23-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 37-ე მუხლის პირველი პუნქტის, წარმომადგენლობითი საბჭოს 2014 წლის 28 ივლისის №05-01/01 გადაწყვეტილებით დამტკიცებული  ,,სსიპ - ბათუმის ხელოვნების სასწავლო  უნივერსიტეტში არჩევნების ჩატარების დებულების“ პირველი მუხლის  საფუძველზე  ვბრძანებ:
            1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით. არჩევნები ჩატარდება 2018  წლის 25 სექტემბერს.           
           2. კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიაში 2018 წლის 12 სექტემბრიდან 19 სექტემბრის ჩათვლით 10:00 საათიდან –16:00 საათამდე (შაბათი-კვირისა და უქმე დღეების გარდა) შემდეგ მისამართზე ქ. ბათუმი,  ლუკა ასათიანის ქუჩა N 37. ოთახი N41.   
            3. კანდიდატმა სარეგისტრაციოდ უნდა წარმოადგინოს :
            ა) განცხადება;
            ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
            გ) ავტობიოგრაფია (CV);
            დ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
            ე) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 5 წლის მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
            4. ბრძანება განთავსდეს უნივერსიტეტის  ოფიციალურ ვებგვერდზე და საინფორმაციო დაფაზე.
            5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
 
 
                რექტორი, პროფესორი                                         ერმილე მესხია
 

 

სსიპ - ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადების შესახებ

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930