კონკურსი ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

 

 

განცხადება

სსიპ  – ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი

 აცხადებს ღია კონკურსს ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად

 

      სსიპ – ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი (შემდგომში-უნივერსიტეტი) აცხადებს ღია კონკურსს  2018 წლის 01 სექტემბრიდან დასაკავებელ შემდეგ აკადემიურ თანამდებობებზე:

1. სახვითი, სასცენო და კინო-ტელეხელოვნების ფაკულტეტი

ა) სახვითი ხელოვნების დეპარტამენტი, სახვითი ხელოვნების მიმართულება - ასისტენტ-პროფესორი -1 საშტატო ერთეული;

ბ) კინო-ტელე ხელოვნების დეპარტამენტი, კინო-ტელე ოპერატორის ხელოვნების მიმართულება -ასისტენტ- პროფესორი -1 საშტატო ერთეული;

2. მუსიკის ფაკულტეტი

 ა) აკადემიური სიმღერის დეპარტამენტი, სოლო სიმღერის მიმართულება -   ასისტენტ - პროფესორი - 1 საშტატო    ერთეული;

3. განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ა) ზოგადი დისციპლინების დეპარტამენტი, კულტურული ტურიზმის მიმართულება - ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული.

 

I. განცხადებების მიღებისა და კონკურსის ჩატარების ვადები

კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის დამატებითი ინფორმაციის გაცემა, განცხადებებისა და საბუთების მიღება იწარმოებს საპროცედურო კომისიის მიერ 2018  წლის 23  ივლისიდან  25 ივლისის ჩათვლით, 1000 საათიდან 1700 საათამდე, შემდეგ  მისამართზე ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის  ქ. №37,  მე-2 სართული, ოთახი №41,  კონკურსი ჩატარდება  2018  წლის 26 ივლისს.

II. საკონკურსო პირობები

2.1. საშემსრულებლო  მიმართულებით

ასისტენტ-პროფესორის    თანამდებობაზე   4 წლის   ვადით   შეიძლება არჩეულ იქნეს  მაგისტრის  აკადემიური  ან მასთან  გათანაბრებული ხარისხის მქონე  პირი, რომელსაც  აქვს   უმაღლეს  სახელოვნებო  საგანმანათლებლო   დაწესებულებაში   პედაგოგიური მუშაობის  არანაკლებ  1  წლის  ( მუსიკის  ფაკულტეტზე   არანაკლებ   3   წლის)  და  დარგის მიმართულებით არანაკლებ 5 წლის  მუშაობის  გამოცდილება  და  პროფესიული  წარმატებები.

2.2. თეორიული მიმართულებით

ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე 6 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

კულტურული ტურიზმის მიმართულებით ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევ კანდიდატს  დისერტაცია დაცული უნდა ჰქონდეს ტურიზმის თემაზე და ასევე უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას B2 დონეზე.

2.3. კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ განათლების დამადასტურებელი  დოკუმენტების ნოტარიულად დამოწმებული ასლები, უცხოენოვანი დოკუმენტების შემთხვევაში დამატებით საჭიროა  ქართულ ენაზე  თარგმანის სანოტარო წესით დამოწმება.

2.4. დეტალური ინფორმაცია კონკურსის ჩატარებასა და წარმოსადგენ დოკუმენტაციისთან  დაკავშირებით განთავსებულია უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე: www.batu.edu.ge.

 

დადგენილება №04-01/76
სსიპ - ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ღია კონკურსის ჩატარების წესი
დანართი 1
დანართი 2
დანართი 3
დანართი 4
დანართი 5
დანართი 6
დანართი 7
დანართი 8

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930