სწავლის საფასურის გადახდის ვადები

                                                                                          ს ტ უ დ ე ნ ტ თ ა    ს ა ყ უ რ ა დ ღ ე ბ ო დ !

 

                           პირველი კურსის სტუდენტი  სასწავლო წლის დაწყებამდე ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისას  იხდის  წლიური სწავლის საფასურის 50%, სრულად. მეორე სემესტრიდან ეწყებათ ეტაპობრივი გადახდა.

 

II – III – IV კურსის სტუდენტთა

2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის გადახდის

 (ადმინისტრაციული რეგისტრაციის)

ეტაპებია:

 

                                               პირველი ეტაპი                    -         2017 წლის  22 სექტემბრის  ჩათვლით

                                               მეორე ეტაპი                         -        2017 წლის  10 ნოემბრის  ჩათვლით

                                               მესამე ეტაპი                         -        2017 წლის  29 დეკემბრის  ჩათვლით

 

           1. სტუდენტი ვალდებულია სასწავლო პროცესში მონაწილეობის მიღების უფლების მოსაპოვებლად გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია, რაც გულისხმობს მის მიერ უნივერსიტეტის ანგარიშზე სწავლის საფასურის შეტანასა და დარეგისტრირებას სასწავლო სემესტრის დაწყებამდე.

 

            2. სტუდენტი ყოველ ეტაპზე სწავლის საფასურს იხდის თანაბარწილად  სემესტრში დარიცხული საფასურის მიხედვით.

 

            3. თუ სტუდენტი რექტორის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში არ გაივლის სწავლის საფასურის გადახდის ნებისმიერი ეტაპის ადმინისტრაციულ რეგისტრაციას - არ გადაიხდის იმ ეტაპისათვის განსაზღვრულ სწავლის საფასურის ოდენო ბას, საქმისწარემოების დასრულებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა შეუჩერდება სტუდენტის სტატუსი.

 

            4. სტატუს შეჩერებული სტუდენტის აღდგენა დასაშვებია მხოლოდ  შიდა მობილობის პერიოდში სწავლების იმ ეტაპიდან რა ეტაპზეც მოხდა სტატუსის შეჩერება. (ანუ ერთი წლის შემდეგ) გარდა მუსიკის ფაკულტეტისა და სამსახიობო სპეციალობის სტუდენტებისა.

 

                   5. მუსიკის ფაკულტეტის სპეციალობებისა და სამსახიობო სპეციალობის სტატუს შეჩერებული სტუდენტების  

        სტუდენტის უფლებებში აღდგენა დასაშვებია იმ სემესტრის დასაწყისში რომელ სემესტრშიც შეუჩერდა სტატუსი და

        თავიდან იხდის  დადგენილ სემესრტულ სწავლის საფასურს.

 

                   6. ჰუმანიტარული და სოციალური მიმართულების სტუდენტებს, რომლებსაც სტატუსი შეუჩერდებათ სემესტრის

        დასაწყისში (ადმინისტრაციული რეგისტრაციის პირველივე ეტაპზე), უფლება აქვთ შიდა მობილობის ფარგლებში

        სტატუსი აღიდგინონ მომდევნო სემესტრის დასაწყისში. სხა დანარჩენ შემთხვევაში მოქმედებს პუნქტი - 4.

 

                 7. იმ შემთხვევაში თუკი სტატუსის შეჩერებიდან ერთი წლის შემდეგ  სტუდენტის უფლებებში აღდგენა ვერ

        ხერხდება შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის იმავე ეტაპზე სადაც შუჩერდა სტატუსი: სტუდენტს უფლება აქვს, მის

       მიერ გავლილი კრედიტების გათვალისწინებით, აღდგეს მონათესავე ან სხვა პროგრამაზე ან/და დაელოდოს პროგრამის

        შესაბამის  ეტაპს.

 

                       სწავლის საფასურის გადახდა ხდება შემდეგ რეკვიზიტებზე:

                                                                  მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში

                                                                            მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა,

                                                                            ბანკის კოდი - TRESGE22,

                                                                            სახაზინო კოდი - 708897520

                                                                           დანიშნულება: ... ( გვარი და სახელი ) ...  სწავლის საფასური

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031