გამოცხადდა სახვითი, სასცენო და კინო-ტელე ხელოვნების ფაკულტეტის დეკანის არჩევნები

გამოცხადდა სახვითი, სასცენო და კინო-ტელე ხელოვნების ფაკულტეტის დეკანის არჩევნები

ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სახვითი, სასცენო და კინო-ტელე ხელოვნების ფაკულტეტის საბჭოს 2017 წლის 27 ივნისის სხდომის  ოქმის №23 თანახმად,  გამოცხადდა ფაკულტეტის დეკანის არჩევნები.

 

სახვითი, სასცენო და კინო-ტელე ხელოვნების ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს 2017 წლის 31 ივლისიდან 04 აგვისტოს ჩათვლით, უნივერსიტეტის კანცელარიაში(10:00  საათიდან  16:00 საათამდე).

სახვითი,  სასცენო  და  კინო-ტელე  ხელოვნების  ფაკულტეტის  დეკანის  არჩევნები ჩატარდება 2017 წლის 04 სექტემბერს, 14:00 საათზე.

დეკანის თანამდებობის დაკავების მსურველმა უნდა წარმოადგინოს:

განცხადება ფაკულტეტის საბჭოს სახელზე

  განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:

 

ა)პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ბ)ავტობიოგრაფია (CV);

გ)ორი ფოტოსურათი(3X4);

დ)უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ე)უმაღლეს  სახელოვნებო  საგანმანათლებლო  დაწესებულებაში  არანაკლებ  3  წლის განმავლობაში მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა სამსახურიდან);

ვ)ფაკულტეტის განვითარების კონცეფცია.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930