II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „კულტურა და ხელოვნება: კვლევა და მართვა“

კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებები:

  1. ხელოვნებათმცოდნეობა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა;
  2. კინომცოდნეობა;
  3. თეატრმცოდნეობა;
  4. მუსიკა;
  5. კულტურის კვლევა და მართვა;
  6. კულტურული ტურიზმი;
  7. მედია.

კონფერენციის ჩატარების ადგილი - ბათუმის ხელოვნების  სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო, ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ. № 37

კონფერენციის ჩატარების დრო - 2017 წელი, 19-20 ოქტომბერი. დასაწყისი - 10.00

კონფერენციის სამუშაო ენები - ქართული, ინგლისური, რუსული.

კონფერენციის რეგლამენტი - მოხსენება - 15 წუთი. მსჯელობა - 5 წუთი.

კონფერენციაში მონაწილეობისათვის საჭიროა 2017 წლის 1 თებერვლამდე წარმოადგინოთ:

  • სარეგისტრაციო ანკეტის ელექტრონული ვერსია (თანდართული ფორმით);
  • CV;
  • ნაშრომის თეზისები;

მოთხოვნები მოხსენების თეზისებისადმი

  • თეზისები წარმოდგენილი უნდა იყოს A4 ფორმატზე ტექსტურ რედაქტორ Word-ში;
  • გამოყენებული შრიფტი: ქართული ტექსტისათვის AcadNusx, ზომა - 12, რუსული და ინგლისური ტექსტისათვის Times New Roman. სტრიქონთაშორისი ინტერვალი - 1,5;
  • თეზისის მოცულობა - არაუმეტეს 1,5 გვერდისა,  ინგლისური რეზიუმეს ჩათვლით. 
  • უცხოენოვან ავტორებს შეუძლიათ თეზისები წარმოადგინონ ინგლისურ ან რუსულ ენებზე - ინგლისური რეზიუმეს ჩათვლით.

მოთხოვნები სამეცნიერო ნაშრომისადმი

  • მოხსენება  წარმოდგენილი უნდა იყოს A4 ფორმატზე ტექსტურ რედაქტორ Word-ში. შრიფტი: ქართული სტატიისათვის AcadNusx, ზომა - 12, რუსული და ინგლისური სტატიებისთვის Times New Roman. სტრიქონთაშორისი ინტერვალი - 1,5. ნაშრომის მოცულობა - არაუმეტეს 7 გვერდისა, გამოყენებული ლიტერატურის, საილუსტრაციო მასალისა და ინგლისური რეზიუმეს ჩათვლით. 
  • დოქტორანტების მოხსენებები მიიღება სამეცნიერო ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე.
  • უცხოენოვან ავტორებს შეუძლიათ ნაშრომები წარმოადგინონ ინგლისურ ან რუსულ ენებზე - ინგლისური რეზიუმეს ჩათვლით.
  • ლიტერატურის მითითების წესი: ტექსტში (ბერიძე, 1963:23); ტექსტის ბოლოს ანბანური თანმიმდევრობით: 1. ბერიძე ვ., თბილისის ხუროთმოძღვრება, თბილისი, 1963.
  • ნაშრომების წარმოდგენის ბოლო ვადა - 1 მაისი.
  • საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილება კონფერენციაში მონაწილეობისა და ნაშრომის კრებულში დაბეჭდვის თობაზე, ავტორებს ეცნობება არაუგვიანეს 15 ივნისისა, რის შემდეგაც, 1 ივლისამდე ავტორი იხდის საორგანიზაციო შენატანს. დაგვიანების შემთხვევაში, ნაშრომი ვერ მოხვდება კონფერენციის მოხსენებათა კრებულში.
  • კონფერენციის მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან საცხოვრებლით, გარდა დოქტორანტებისა.

საორგანიზაციო შენატანი
ადგილობრივი მონაწილე - 30 ლარი. უცხოელი მონაწილე - 20 ევრო (EUR)

  • საორგანიზაციო შენატანი ითვალისწინებს კონფერენციის პროგრამის, მოხსენებათა კრებულისა (ერთ მონაწილეზე 1 ცალი) და კულტურული პროგრამის ხარჯებს.

საბანკო რეკვიზიტები
საორგანიზაციო შენატანი უნდა გადაირიცხოს შემდეგ საბანკო ანგარიშზე:
სსიპ ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 708897519
გადახდის ქვითარში აუცილებელია მიეთითოს - "საერთაშორისო კონფერენციისათვის“

მოთხოვნების დარღვევით გაფორმებული, კონფერენციის თემატიკის შეუსაბამო ან სორგანიზაციო შენატანის ქვითრის გარეშე წარმოდგენილი სტატიები პუბლიკაციისათვის არ განიხილება.

გთხოვთ, მასალები მოგვაწოდოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: sofotavadze@hotmail.com

საკონტაქტო პირი:
სოფო თავაძე, ტელ.: 593 633087 

სარეგისტრაციო ანკეტის შესავსებად იხილეთ მიმაგრებული ფაილი

სარეგისტრაციო ანკეტა

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031